ფოტო: New York Post
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ქალმა ავტომობილში იმშობიარა.
მედიის ინფორმაციით, ქალი ქმართან სამშობიაროში მიდიოდა, როცა საცობში მოხვდა. პოლიციელებმა გადაწყვიტეს მომავალი მშობლები კლინიკაში ესკორტის თანხლებით მიეყვანათ.
რამდენიმე წუთში პოლიციელებმა შენიშნეს, რომ წყვილის ავტომობილი გაჩერდა. ისინი მანქანასთან მივიდნენ და ნახეს, რომ ქალმა უკვე იმშობიარა.
დედა და ახალშობილი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
კომენტარები