• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლების კულუარებში მომხდარი სკანდალური პროცესები, რაც სააკაშვილის ამბებმა გადაფარა

ალია ავტორი - ალია
01:25 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

მიხეილ სააკაშვილის დაჭერამ და მერე მისმა შიმშილობამ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაფარა. მათ შორის, ხელისუფლების კულუარებში მომხდარი მეტად სერიოზული პროცესები. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, თუ რა ბედი ეწევა თავისუფალ მედიას საქართველოში. არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვარ და საკუთარი ბედი მაღელვებს. არა, იმიტომ, რომ ეს ფაქტორი  ამ ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე დიდად არის დამოკიდებული, მედიის განვითარების ხარისხი  ევროკავშირთან და ამერიკასთან საქართველოს შემდგომი ურთიერთობისას, გადამწყვეტი გახდება. იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფაქტორია. დასავლეთი უსამართლო სასამართლოზე ზოგჯერ თვალს ხუჭავს, სათანადოდ არ რეაგირებს, მაგრამ ჟურნალისტთა საქმიანობის კანონით შეზღუდვაზე არასდროს გაჩუმებულა. 

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა ეთერში 3 კლიპის გაშვების გამო. კი, ბატონო, „მთავარ არხს“ და მანამდე, „რუსთავი–2“–ს,  რომელსაც სათავეში ნიკა გვარამია ედგა, დეზინფორმაციის გავრცელებაში ვერავინ შეედრება. ბევრი ტყუილი გავრცელებულა ამ ტელევიზიებით და ისიც ფაქტია, ერთი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანაა. მე თუ მკითხავთ, ორივე ტელევიზია ადრე იყო დასაჯარიმებელი ტყუილის ტირაჟირებისთვის და არა იმ კლიპების ეთერში გაშვებისთვის, რისთვისაც ახლა დააჯარიმეს „მთავარი არხი“. ეს იყო სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება.  საქართველოში სიმართლე და დამოუკიდებელი მედია არავის აინტერესებს. ამ შემთხვევაში, „მთავარი არხი“  იმიტომ დასაჯეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებისა  და ბიძინა ივანიშვილის მხილებასა და კრიტიკაზე ხელს არ იღებს.  რა თქმა უნდა, ბევრს გაუხარდა „მთავარი არხის“ დაჯარიმება, ამით ბევრმა მოიოხა გული, მაგრამ ხელისუფლება ამაზე გაჩერებას არ აპირებს. „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა პიროვნებამ  ქართული მედიის მომავალსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეტად საყურადღებო ამბები მოუთხრო. გასაგები მიზეზების გამო, წყაროს ვინაობას არ გავამხელთ.

„ხელისუფლება მთელი ოპოზიციური მედიის მოგუდვას აპირებს. მზადდება კანონი, როლის თანახმადაც, მედიით დეზინფორმაციის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ამის საფუძველზე, პიროვნებისთვის ღირსებისა და პატივის შელახვა, ან იურიდიული პირისთვის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, სისხლის სამართლის კოდექსში გადადის, რომელიც დღეს სამოქალაქო კოდექსშია. ცხადია, ვისაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, პიროვნების ღირსებისა და პატივის და იურიდიული პირისთვის საქმიანი რეპუტაციის შელახვაში დასდებენ ბრალს, მას ისევ სასამართლოში უჩივლებენ, მაგრამ საქმეს სისხლის სამართლის სასამართლოს კოლეგია განიხილავს. შესაბამისად, თუ ესა თუ ის მედიასაშუალება, ჟურნალისტი დამნაშვედ სცნეს, მედიამფლობელსა და ჟურნალისტს, ამჯერად, მხოლოდ ფულად ჯარიმასა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას აღარ დაავალდებულებს სასამართლო. სასამართლოს შეეძლება  მათ თავისუფლება აღუკვეთოს, ციხეში გაუშვას, შინა პატიმრობა მიუსაჯოს და ყველა ის ღონისძიება გამოიყენოს, რაც სს კანონის ამ კონკრეტული მუხლით იქნება გათვალისწინებული. ცხადია, ჯარიმის სისტემაც იმოქმედებს, მაგრამ ჯარიმების  ოდენობა გაიზრდება, რაკიღა საქმე უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს შეეხება. ეს უკვე კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, პროკურატურას დაეკისრება ვალდებულება, ხელისუფლების, სახელმწიფო სტრუქტურების რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციად რასაც მიიჩნევს, ამაზე რეაგირება მოახდინოს. მოკლედ, დავუშვათ, „ალიამ“ გააკრიტიკა შს სამინისტრო და ამ უწყების შესაბამისი სამსახური ამას არ აპროტესტებს, მინისტრიც ჩუმადაა და პრესსამსახურიც, მათ არ მიაჩნიათ, რომ ეს დეზინფორმაცია იყო და სამინისტროს რეპუტაცია შეულახეს. მაგრამ ამ დროს, რომელიმე პროკურორი გამოვა და იტყვის, რომ შსს–ს შესახებ „ალიამ“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შსს–ს რეპუტაცია შეულახა და დაიწყებს გამოძიებას. ამით ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციური მედია ჩაკლას, განსხვავებული აზრი მოსპოს ქვეყანაში და მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი მედია დატოვოს. უამრავ დეზინფორმაციას, პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას სამთავრობო მედიაც ავრცელებს, კონკრეტულად, მათი ტელევიზიები „იმედი“, „რუსთავი–2“ და „პოსტ–ტვ“ დღესაც ავრცელებენ ტყუილებს  და ამას მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მათ არავინ დასჯის. ჯერ ერთი, პროკურატურა „ვერ შეამჩნევს“ მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს და თუ ვინმემ უჩივლა სასამართლოში, სახელისუფლებო მოსამართლეები არ დასჯიან ამ ტელევიზიებს და ზოგადად, სახელისუფლებო მედიასაშუალებებს. „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ, რომ ამ კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთაა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს შეურაცხყოფს ოპოზიციური მედია, ეს კანონი კი მათ დაიცავს. კი, ბევრი რამ შესაძლოა, დასარეგულირებელია ქართულ მედიაში, არც სიცრუის ტირაჟირებაა უცხო ზოგიერთი მედიისთვის, მაგრამ ეს კანონით ვერ დარეგულირდება, ეს საზოგადოებამ უნდა დაარეგულიროს ისე, როგორც დასავლეთშია, ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში. მატყუარა, დეზინფორმატორ ტელევიზიებს, გაზეთებს, სააგენტოებს არ ჰყავთ მაყურებელი და მკითხველი, შესაბამისად, მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და დაბალრეიტინგულ მედიასაშუალებებში ბიზნესს რეკლამა არ მიაქვს. საბოლოოდ, ამგვარი მედიასაშუალებები კოტრდებიან და პრობლემაც გვარდება აქაც ასე უნდა მოხდეს, საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს განაჩენი  მატყუარა მედიასაშუალებებს. ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების დაჭერა, ციხეში ჩასმა, მათი ასტრონომიული თანხებით დაჯარიმება, რაც მათ გაკოტრებას გამოიწვევს, ცხადია, ვიღაცებს გულს მოფხანს, მათ შორის, პირველ რიგში, ხელისუფლების დღევანდელ წარმომადგენლებს. თუმცა, ამ ხალხს ავიწყდება, რომ მუდმივი არაფერია, სახელისუფლებო კლანი სისტემატიურ ცვლილებებს განიცდის და გუშინ ვინც ხელისუფლებაში იყო, დღეს იგივე ხელისუფლება დევნის და ბევრი დაიჭირეს კიდეც. ხვალ კლანის წევრები შეიცვლებიან და ზოგიერთები გახდებიან დევნის ობიექტები. მერე, ქვეყანაში დამოუკიდებელი თუ ოპოზიციური მედია აღარ იქნება, რომ ამ ხალხმა ქვეყანას ხმა მიაწვდინოს, მათი უსამართლო დევნისა თუ მათ მიმართ, ხელისუფლების მიერ სხვა უზნეო ქმედებების შესახებ. ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს მხარს, იმ ამით საკუთარ საფლავს გაითხრის. „ნაცმოძრაობის“ 9 წლიან რეჟიმზე კარგი არასდროს მითქვამს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ რაიმე კარგი გაუკეთებიათ, ეს მათ მიერ მიღებული „კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ გახლავთ, რომლის მსგავსიც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ გააჩნია. სხვათა შორის, ამ კანონის ამ სახით მიღების მოწინააღმდეგენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ გიგა ბოკერიამ მოახერხა და მიხეილ სააკაშვილი, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩების დახმარებით  დაარწმუნა, რომ ეს კანონი მიეღო პარლამენტს. უცნაურია, რომ ამ კანონპროექტის მომზადებას კურირებას უწევს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და არა  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომლის პრეროგატივაც ეს არის. თუ ეს კანონი მიიღეს, საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროპას. ამგვარი კანონები აფრიკის განვითარებად, მესამე სამყაროს ქვეყნებშია. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ადრე იყო, მაგრამ  მათაც ხელი აიღეს მედიის დიქტატზე. დღეს ვენესუალასაც კი უკეთესი კანონი აქვს იმასთან შედარებით, რასაც გვიმზადებენ“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved