• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალოვან უწყებებში დასაქმებულების საპენსიო სტაჟი, 25 წლამდე უნდათ, რომ გაზარდონ“ – რას უყვებიან „ალიას“

ალია ავტორი - ალია
01:12 12-08-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალია“ ადრე წერდა, რომ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობას, კონკრეტულ უწყებაში მუშაობის 20 წლის სტაჟი შეუსრულდება თუ არა, პენსიაში გადიან და მერე, სხვა, კერძო სამსახურებში მუშაობენ. ძირითადად, კერძო დაცვის სამსახურებში, კერძო დეტექტივებად, პირად მცველებად, ბიზნეს–კომპანიების უსაფრთხოების სამსახურებში და ეს გამოცდილი კადრები ბიზნესს ძალიან სჭირდება, 45 წლის, უფრო ახალგაზრდა ხალხი პენსიაში გადის, შსს–ს, სუს–ს, სასჯელაღსრულებით სისტემას, თავდაცვის სამინისტროს, კერძო დაცვის სამსახურს ტოვებს, როდესაც მათ უზარამაზარი გამოცდილება გააჩნიათ და ნორმალური ხელისუფლება მათ უდიდეს გამოცდილებას ეფექტურად გამოიყენებდა.

„ალიას“ წყაროს თქმით, ძალოვანი  უწყებების თანამშრომელთა მასობრივად, 20 წლის სტაჟის შესრულებისთანავე პენსიაში გავლის მიზეზი დაბალი ხელფასები და უპერსპექტივობაა,  ზოგიერთ უწყებაში კი, მათ უკანონო დავალებების შესრულება უწევთ. ამიტომაც, გასწრებაზე არიან, რადგან მორიგი უკანონო დავალების შესრულებისას, ზემდგომებმა არ გასწირონ, ჯოხი მათზე არ გადატეხონ და არ გააგდონ სამსახურიდან.  ამგვარი ფაქტი არაერთი ყოფილა ამჟამინდელი და წინა ხელისუფლების დროს. მაშინ პენსია განზე დარჩება. უარესი საფრთხეც არსებობს –შეიძლება გამოიყენონ, დანაშული ჩაადენინონ ზემდგომებმა, მერე ზემდგომები გამოძვრნენ და ციხეშიც გაუშვან, საკუთარ თავზე ააღებინონ დანაშული. არ აიღებს და ოჯახს ახსენებენ, შვილებს ახსენებენ, ემუქრებიან, რომ ციხეს სანატრელს გაუხდიან, ისეთ დღეში ჩააგდებენ. გარბიან საშუალო რგოლის თანამშრომლები, რომელთაც არც ბიზნესები აქვთ, არც რომელიმე მაღალჩინოსნის ფავორიტებად ითვლებიან და ხელფასის გარდა, სხვა უკანონო შემოსავლები არ გააჩნიათ. კადრები რომ შეინარჩუნონ ძალოვან უწყებებში, საამისოდ ხელისუფლებამ მარტივი გამოსავალი მოძებნა: „მაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების საპენსიო სტაჟი, 25 წლამდე უნდათ, რომ გაზარდონ. ამით, თავისთავად შეაკავებენ უწყებაში იმ ხალხის დენადობას, ვინც სავალდებულო სტაჟს აგროვებს და მიდის. ხალხი იძულებული გახდება, 5 წლით მეტი იმსახუროს სახელმწიფო სამსახურში. ძალოვანი უწყების თანამშრომლის პენსია სამოქალაქო უწყების თანამშრომლისგან განსხვავებით ბევრად მეტია. ამას ემატება სამხედრო წოდების დანამატი, რომელიც პენსიაში შედის. რაც უფრო მაღლი ჩინისაა ადამიანი, მით უფრო მაღალ პენსიას იღებს. ამიტომ ეხარბება ხალხი ამ პენსიას, შედარებით მაღალია. „ქართულ ოცნებაში“ უკვე იციან, რომ ამას დიდი პროტესტი მოჰყვება ძალოვანთა მხრიდან, მაგრამ უკან დახევას არ აპირებენ. ზოგადად, ხედავენ, რომ ძალოვან უწყებებზე კონტროლი ხელიდან ეცლებათ. დაბალი ხელფასის გამო, ვისაც რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მათი უმეტესობა ჰყიდის ამ ინფორმაციას. ზოგი მედიაზე ჰყიდის, ზოგი კერძო პირებზე. რომლებიც მერე მოქალაქეთა შანტაჟისთვის იყენებენ ამ ინფორმაციებს და ფულს შოულობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით შავ დღეშია სუს–ი და შსს. ადრე მოგახსენეთ, რომ გიორგი ლილუაშვილი დატოვებს პოსტს და მის ნაცვლად განიხილება ირაკლი შოთაძის კანდიდატურა. ეს ვარიანტი, ჯერჯერობით, ძალაში რჩება. ახლა წყალი აქვს შეყენებული შს მინისტრსაც, დიდი ალბათობით, მას მალე მოხსნიან და მის ადგილას განიხილება ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა. ამავდროულად, ამ ორივე უწყებიდან ერთ–ერთის შეფად ბიძინა ივანიშვილი განიხილავს თეა წულუკიანს. ამ ეტაპზე წულუკიანი წინააღმდეგია, მაგრამ თუ ივანიშვილი ეტყვის, რომ კონკრეტულ ძალოვან უწყებას ჩაუდგეს სათავეში, უარს ვერ ეტყვის. არ არის გამორიცხული, ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი ვიხილოთ რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად.“ – უთხრა წყარომ „ალიას“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved