• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “თუ გეშინია, რომ შენ არ გადმოგედოს და გჯერა, რომ აცრა დაგიცავს, შენ აიცერი, კაცო, იმას რას ერჩი?” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
18:58 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია, “ფორმულასთან” ამბობს:

“რაღაცეების მიმართ სკეპტიკური ვარ, რაღაცეების მჯერა… საერთოდ ყველგან რომ ტყუილია, როდესაც გეუბნებიან, რომ ერთი აცრაა საკმარისი, მერე ბუსტერი, მერე რაღაცა… აღმოჩნდება, რომ თვითონაც არაფერი იციან სინამდვილეში და შენ რაღაცას გავალდებულებენ.

მე ვიცი ის, რაც თანამედროვე მედიცინამ იცის ამწუთას. ვიცით, რომ სამყაროში არსებობს პანდემია, ვიცით, რომ აცრა არ გვაძლევს იმის ასპროცენტიან გარანტიას, რომ არ დაგვემართება, არც იმის ასპროცენტიან გარანტიას გვაძლევს, რომ არ გარდაიცვლები, მაგრამ ამცირებს გარდაცვალების შანსებს. ბევრი რამე ამცირებს გარდაცვალების შანსებს ზოგადად – ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგალითად, მაგრამ ჩვენ ამას იძულებით ხომ არ ვთავაზობთ ადამიანებს?

მე აცრის კი არა, იძულების წინააღმდეგი ვარ.

ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნება სავალდებულო ვაქცინაცია, ისევე, როგორც დიდი შეცდომაა მწვანე პასპორტები. დაკავების შემთხვევებიც იყო, ადამიანები აყალბებდნენ მწვანე ბარათს – წარმოიდგინეთ რა წავახალისეთ? ადამიანები გახადეს კრიმინალები, ცარიელ ადგილას, ისე,რომ არაფერი ხდებოდა, ვიღაც ადამიანები ციხეში ჩავსვით. წარმოიდგინეთ ადამიანებს სჯერათ, რომ რაღაცას შეუყვან, ის გახდება ცუდი ადამიანი, ან მოკვდება, ან ჯოჯხეთში მოხვდება, მისი აზრით, ასე სჯერა, მილიონი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მას რომ სავალდებულო აცრას უკეთებ, წარმოიდგინეთ რამხელა ბოროტებაა, ამ ადამაიანზე რამხელა სტრესს ახდენ, თან რის გამო?

თუ გეშინია, რომ შენ არ გადმოგედოს და გჯერა, რომ აცრა დაგიცავს, შენ აიცერი, კაცო, იმას რას ერჩი?

გასულ წელს, როცა მედია ამბობდა, რომ დარჩით სახლში, რატომ აღარ აწერია ტელევიზიას, დარჩი სახლში? იმიტომ რომ მიხვდით, ეს სისულელეა. ასე დრო გჭირდებათ, რომ მიხვდეთ ეს სისულელეა და არც კოვიდპასპორტი იმუშავებს, უბრალოდ ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ თანამემამულეებს და თვალებში ვერ უნდა ვუყურებდეთ, ვინც ამას მხარს უჭერს. მთავრობამ და ექიმების ნაწილმა თავს მოგვახვიეს და საზოგადოება დავყავით, უფრო მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ადამიანებად. … უნდა ვიტანდეთ თურმე, მე რომ კაფეში შევდივარ, ვიღაც ჩვენ თანამემამულეს, არ უშვებენ, იმ იმ კაფეში არ შევალ. ჩემნაირი მორალის ადამიანები ამაზე პროტესტს უნდა გამოხატავდნენ კაფის მესაკუთრესთანაც, დაცვასთანაც, მთავრობასთანაც და ნებისმიერ ადგილას.”

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved