• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, შაბათი, 6 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
02:51 12-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

თამო კეშელავა, „ალია“

„ალიას” ესაუბრება ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული.

– თქვენ, როგორც სამოქალაქო აქტივისტს, პოლიტიკაზე უნდა გკითხოთ. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, ოპოზიციიდან გვესმის, რომ არსებობს რაღაც გეგმა, ჯერ თქვეს, მეორე ტურს დაველოდოთო, თუმცა, ხალხმა ლოდინი არ მოისურვა და იძულებულნი გახდნენ, 14 ოქტომბერს აქცია ჩაეტარებიათ, რომელიც მალევე თავად დაშალეს. გავიდა მეორე ტური, “ოცნებამ” გაიფორმა არჩევნები, ახლა ამბობენ, მანდატებს ვერ დავტოვებთ, სააკაშვილთან შესასვლელად გვჭირდებაო, თუმცა, ევროკავშირის და უკრაინის მანდატით არ შეუშვა ხელისუფლებამ ციხეში უცხოელი დეპუტატები, როცა დასჭირდა. ახლა გვესმის სამოქმედო გეგმის ანონსის გაუთავებელი ანონსი, თან უკვე ხალხს აგონებენ, თქვენი ბრალია, ქუჩაში არ გამოდიხართო – მინიმუმ ორჯერ ჩამოვიდა, არადა, ხალხი რეგიონებიდან. რამდენად სწორია ოპოზიციის სტრატეგია და როგორ გგონიათ, როგორი უნდა ყოფილიყო მათი სამოქმედო გეგმა?

– თუ ხელისუფლება ილუზიას რეალობად გვასაღებს და ჩვენ ამ ილუზიას არ ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ მასში ცხოვრებას, ესეიგი, ერთმანეთს ვიმსახურებთ. ქართული პოლიტიკური ოპოზიცია „ოცნების“ მიერ შექმნილ აბსურდულ პოლიტიკურ ილუზიას კი არ ემიჯნება, აქტიურად მონაწილეობს მასში და ამ აბსურდის თეატრის სრულუფლებიანი აქტიორია. პროტესტის ერთადერთი მშვიდობიანი პოლიტიკური გზა გახლდათ ამ ილუზიებიდან სრული და უპირობო გამიჯვნა მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ულტიმატუმი თავისუფალი არჩევნების და დამოუკიდებელი ცესკო-ს შესახებ. ოპოზიციამ კი არჩია თამაშის გაგრძელება იმ იმედით, რომ თავისივე თამაშს მოუგებდა სათამაშო მოედნის მფლობელს. დაახლოებით იგივე ხარისხის გულუბრყვილობაა, კაზინოს დამარცხებას რომ შეეცადოს ჰარიფი მოთამაშე. ოპოზიციის ყველა დანარჩენი ქმედებაც სწორედ ამ აბსურდის თეატრში უაზრო მონაწილეობაზეა აგებული და შესაბამისად, ყოველი მათი ნაბიჯი იქნება უაზრო და წაგებისათვის განწირული. წალენჯიხის მოგებას რაც შეეხება, კაზინო აუცილებლად მოგაგებინებს ორიოდე გროშს, რომ ბოლომდე გააგრძელო თამაში და იმედი არ მოისპო.

– კულუარულად უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ “ენმ”-ის შიგნით არეულობაა, ოპოზიციის მომხრეები, ყოველ დღე კარგავენ ცვლილებების იმედს. არადა, მეორე მხრივ, “ოცნებას” ფიზიკურად აღარ დარჩა ქვეყნის ავტონომიურად მართვის რესურსი. შესაძლოა, ცვლილებები მხოლოდ ფასადურად განხორციელდეს? რა საფრთხეს ხედავთ, ამ ვითარებაში?

– „ოცნებას“ მართლაც აღარ დარჩა ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ ქვეყნის მართვა გააგრძელოს. უბრალოდ, გადავხედოთ პრემიერის, მინისტრებისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მესიჯებს, რომლებზეც საზოგადოება უბრალოდ იცინის, იმდენად აბსურდულია ყოველი მათგანი. ქვეყანა სრული სვლით მიდის კატასტროფისაკენ. კოვიდ-პანდემიის შედეგებს უკვე ვხედავთ; რა იქნება წინ, არავინ იცის; დიდი, მდიდარი ქვეყნებიც კი ელოდებიან ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენ კი ამ დროს ჩამოყალიბებული გეგმაც არა გვაქვს. „ოცნების“ გუნდი უკვე დატოვა ყველა მეტნაკლებად გონიერმა ადამიანმა. კატასტროფა გარდაუვალია. ოპოზიცია კი იმის მაგივრად, რომ ამაში მონაწილეობას არ იღებდეს, იურიდიულ და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ფსევდოპოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც გარდაუვალი დეფოლტისაკენ მიჰყავს ქვეყანა. შესაბამისად, ისინიც ბოლომდე გაიზიარებენ პასუხისმგებლობას, რაც ამომრჩევლის უნდობლობასა და მათ მიმართ უპატივცემულობაში ჰპოვებს ასახვას. ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ეს გარდაუვალია! უბრალოდ, რამხელა იქნება მსხვერპლი და სანამდე გავნადგურდებით, ეს არ ვიცით ჯერ. „ოცნებას“ სწორედ აქ არ ჰყოფნის ინტელექტი, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს.

– საუბრობენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზეც, თუმცა, იმ ფონზე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და დაიწყო რეაბილიტაციის და მკურნალობის პროცესი, მისი უკრაინისთვის გადაცემის მიზეზი თითქოს არ ჩანს. და მაინც, თუ ასე მოხდა, სააკაშვილი უკრაინაში ან უცხოეთის სხვა ქვეყანაში წავიდა,  ოპოზიცია ორად გაიყო – ერთნი, ვინც იტყვიან, რომ ყველაფერი გააკეთეს და მეორენი, რომლებიც იტყვიან, რომ ოპოზიციამ გეგმაც კი არ წარუდგინა ხალხს – ამ შემთხვევაში, რა დამატებით ბერკეტს მიიღებს “ქართული ოცნება”?

– სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ძალიან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა „ოცნების“ მხრიდან. მათ უკვე წარმატებით გაფანტეს მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მომხრეები რაიმე ქმედით პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. არანაირ რევოლუციას, აჯანყებას ან ეფექტურ პოლიტიკურ აქტივობას ადგილი არ ჰქონია. ყველაზე დიდ მიღწევად პატიმარი პრეზიდენტის ციხიდან სამხედრო კლინიკაში გადაყვანა და თითოეული დეპუტატის ციხეში სანახავად შეშვება ითვლება. ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ქართულ ოპოზიციას შეუძლია, ან სურს პატიმარ პრეზიდენტთან მიმართებაში. სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებით და ოპოზიციასთან ერთად ბალანსირებული კოალიციური მთავრობის შექმნით „ოცნება“ ბოლომდე მოახერხებდა რადიკალური, რევოლუციური ფრთის დათრგუნვას საქართველოში და ხელს შეუწყობდა ახალი ტიპის, ასე ვთქვათ ცენტრისტი, დაბალანსებული, არააგრესიული პოლიტიკური კლანის შექმნას. მაგრამ „ოცნება“ დიდი ალბათობით გააგრძელებს ხისტ, რადიკალურ მოქმედებებს, რაც საბოლოოდ მასვე მიუბრუნდება ზუსტად იგივე სიხისტითა და რადიკალიზმით. ოპოზიციას ჯერ არ შესწევს იმის ძალა, რომ გაემიჯნოს ამ პროცესებს და ისევ გაჰყვება ფესვდოპოლიტიკურ თამაშებს. დასასრულის თარიღს კი ქვეყნის გარდაუვალი ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსი დასვამს.

– სააკაშვილმა ბაიდენს წერილი მისწერა, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს – თქვენი აზრით, რა უთხრა ამ წერილით მან ამერიკას, მსოფლიოს, რუსეთს? მოჰყვა, თუ არა, გამოხმაურებები ამ წერილს ამერიკულ მედიაში?

– სააკაშვილის წერილი ბაიდენისადმი მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური წრეებისათვის არის ცნობილი. არანაირი არსებითი რეზონანსი მას არ მოჰყოლია. ეს ბუნებრივიცაა. ამერიკა ამჟამად მეტისმეტად არის ჩართული შიდა პოლიტიკურ ბატალიებში; პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოპულარობა ყოველდღიურად იკლებს. ეკონომიკური კრიზისი აქაც არ არის შორს. აცრები ამერიკაშიც ვერ წარიმართა სასურველი ტემპებით და ახალი მუტაცია ახალ გამოწვევებს შექმნის შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში. ავღანეთის სამარცხვინო ფიასკოს შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკამაც სერიოზული დარტყმა მიიღო. ამ ფონზე საქართველოს თავისი პრობლემებით მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს კიდევ აქვს შანსი, რომ კატასტროფას გადაურჩეს. ამ პატარა ქვეყანას საკმარისად გააჩნია ინტელექტუალური პოტენციალი იმისათვის, რომ ძალიან წარმატებული იყოს. ამისათვის საჭიროა საზოგადოების დაპირისპირებულმა მხარეებმა შეხების წერტილები ეძებონ. ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაპირისპირების რადიკალიზაციისაკენ მიდიან და განმუხტვის გზებს არ ეძებენ, განადგურებისათვის წირავენ საკუთარ ქვეყანას. ამ შეხების წერტილების ძებნაში კი ჩვენ ვერანაირი უცხო ძალა ვერ დაგვეხმარება, ეს ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ, საკუთარ თავში.

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

15:34 09-05-2025
აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით

13:54 09-05-2025
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

12:24 09-05-2025
პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved