კლუბი ხიდი შრომის ინსპექციამ მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების გამო დალუქა და 10 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც „ფორმულასთან“ საუბარში შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ აღნიშნა, კლუბი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი სანქციები იქნებოდა გამოყენებული.
ამასთან, კლუბ „ხიდში“ აცხადებენ რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
კომენტარები