დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა.
“შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, შესაბამისად ინდიკატორი, რაც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, ისინიც ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება და ყველაფერი რჩება მაღალ ნიშნულზე. უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა გუშინ ქვეყანაში.
გამკაცრებაზე კი არ არის საუბარი ახლა, ის უნდა დავიცვათ, რაც არის დაწესებული, პირბადის ტარება — უნივერსალური, უნდა შევიგნოთ, პირველი ეს და მეორე, აღსრულება, კონტროლი აუცილებელია”, — განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ინტერვიუსას.
კომენტარები