• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მადლობა აშშ-ის ელჩს საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერისთვის! იმედია, ათწლეულების ბრძოლა წარმატებით დასრულდება – ომბუდსმენი

ალია ავტორი - ალია
12:57 12-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება და მას საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, საარჩევნო ბარიერის დაწევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

“დიდი მადლობა აშშ-ს ელჩს, ქ-ნ კელი დეგნანს საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის! საარჩევნო ბარიერის დაწევა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური შეთანხმების მედიატორი ქვეყნების მხრიდან თავს მოხვეული საკითხი, დაბალი საარჩევნო ბარიერი დღეს არის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რასაც მხარს ვუჭერთ ყველა, ვისაც საარჩევნო რეფორმებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე გვიმუშავია ამ ქვეყანაში! იმედია, ათწლეულების ბრძოლა პროპორციული წარმომადგენლობის მისაღწევად წარმატებით დასრულდება!”, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანია.

“ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის, რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია, მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია, მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ეს იქნება საუკეთესო გზა”, – თქვა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved