• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში ორ ქვითარს მიიღებს

ალია ავტორი - ალია
10:38 12-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” (თელმიკო) აბონენტების ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. ამასთან, როგორც სემეკში განმარტავენ, ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.

სემეკი აღნიშნავს, რომ 30 დღეზე ნაკლებ პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს მრიცხველიდან აღებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად და არა პირობითი დარიცხვით (საშუალოდ ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის 30-ზე გამრავლების შედეგად იმის დაშვებით, რომ აბონენტი ყოველდღიურად, საშუალოდ, ერთსა და იმავე ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს).

“თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.

მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში.

პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, ასევე პირები, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, ისარგებლებენ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით. ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

„თელმიკოს“ მიერ დარიცხვები განხორციელებული იქნება „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ (თბილისის არეალი) მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენებების შესაბამისად”, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.

სემეკ-ის განცხადებით, დაუშვებელია ნოემბრისა და დეკემბრის მოხმარების ერთიანად დაანგარიშება, 30 დღეზე მეტ პერიოდზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელზე შემდგომი საფეხურის ტარიფით საფასურის დარიცხვა.

“მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, სიახლის შესახებ ნებისმიერი კითხვის შეთხვევაში, ასევე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომართონ სემეკს, ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლცენტრის ნომერზე – 16 216”, – აცხადებენ სემეკ-ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved