• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდის პანიკის ფონზე ადამიანებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თუკი აცრილი ხარ, იცავ სხვას, რაც აბსოლუტურად დამღუპველია – იაგო ფრანგიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
19:49 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

აცრილი არ იცავს სხვა და შეუძლია სხვა დაავადოს, თუკი ის ვირუსმატარებელია.ესაა ფაქტი და ამაზე არ საუბარი არის უბრალოდ დანაშაული – ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გერმანიაში უდიდესი წნეხია აუცრელებზემიდის პანიკა და ფაქტობრივად 24 საათი იმ ფაქტების წინწამოწევა, რომელიც მართალია ფაქტია, მაგრამ არ ასახავს მთლიან რეალობას.მაგალითადგერმანიამ ინტენსიური საწოლების 25% დაკარგა აგვისტოდან დღემდე.საწოლები და აპარატურა კი არის, მაგრამ, პერსონალი არაა.მედიასივრცე აბსოლუტიზმით და 100%ით ამბობს, რომ ,,პერსონალი გადაიღალა და ამიტომ,,არადა, აგვისტოს რიცხვებს თუ ვნახავთ, ინტესიურში კოვიდიანის რაოდენობა 5% იც კი არ იყო.ფაქტი სრულად ისაა, რომპერსონალს არ მისცეს ზედმეტი საათი ფულის სახით, არ მოუმატეს ხელფასი, უთხრეს რომ ეს ზედმეტსაათები შვებულებად უნდა გამოეყენებინათ და შვებულებაში წასულმა კი იცოდა რაც ელოდებოდა შვებულების მერე როცა მისი კოლეგა უნდა წასულიყო შვებულებაში,ანუორმაგი სამუშაო იგივე ხელფასით.ამიტომ წავიდა სარეაბილიტაციო და კერძო ოჯახში ავადმყოფის მოვლის სექტორშიან სულ სხვა პროფესიაში.მიუხედავად საწოლების 25%ით ნაკლებობისა, დღეს გერმანიაში კოვიდით ინტენსიურში ზოგადად დაახლოებით 10% მკურნალობს.ზოგან 2% ია და ზოგან 16 და 20% რეგიონის მიხედვით.რობერტ კოხის ინსტიტუტს აქვს დეტალური სტატისტიკა, ანუ ტრენდები.ასევე დეტალურადაა სტატისტიკა, თუ ვინ არის ახლა ამ ასეულათასობიტ ყოველკვირაში ინფიცირებულთა 80% და ესაა 50 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ადამიანები.ესეც რკი ტრენდებშია.ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა ერთ კვირაში ანუ 7 დღეში 100.000 მოსახლეზე არის 5, ანუ ჩემს 350 ათასიან ქალაქსი, რომელსაც 3.000 ზე მეტი მწვავე დაავადების საავადმყოფო საწოლი და 4.000 ზე მეტი სარეაბილიტაციო მედიცინის საწოლი აქვს, რომელსაც ნებისმიერ მომენტში გადააკეთებ საშუალო სიმძიმის პაციენტის ცენტრებად,კვირაში აქვს 18 კოვიდიანი პაციენტი საავადმყოფოში, არა ინტენსიურში, არამედ კლინიკაში.აქედან ინტენსიურში ხვდება საშუალოდ 3 პაციენტი ყოველკვირეულად. ინტენსიური საწოლების რაოდენობა კი გახლავთ 172.მოკლედ, სრული რეალობა კომპლექსურია.ინფორმატიულობა კი მედიასივრცეში არის არაკომპლექსური, გამარტივებული და პანიკის მომცველი.ამასთანავე არასწორიც.რამეთუკოვიდის პანიკის ფონზე ადამიანებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თუკი აცრილი ხარ, იცავ სხვას, რაც აბსოლუტურად დამღუპველია.აცრილი არ იცავს სხვა და შეუძლია სხვა დაავადოს, თუკი ის ვირუსმატარებელია.ესაა ფაქტი და ამაზე არ საუბარი არის უბრალოდ დანაშაული.ამ პანიკის გამო ჩემთან პრაქსისში განძრევის საშუალება არაა.მოდის რათქმაუნდა აუცრელი ახალგზრდობაც, რომელსაც უკვე დისკოში თუ კლუბში შესვლისას არ ყოფნის კოვიდ ტესტი და აცრაა აუცილებელი.მერე ეს აცრილი მიდის იმ კლუბში, აცრის ქეიფის ,,პონტში,, და ეს იწვევს იმას, რომ ახალინფიცირებულთა უმრავლესობა არის ახალგაზრდა.ამიტომაც ვაფრთხილებ ხოლმე ყველას, რომ ცოტათი მოერიდნონ ალკოჰოლს პლიუს სიმღერა ყვირილს და ბახუსურ ჩახუტებებს.საინტერესო კი ისაა, რომამ ახალი პანიკის ტალღაში აცრის მსურველთა 90% არის ის, ვისაც არ სჭირდება აცრა, არის კარგად იმუნიზირებული, ორჯერ აცრილი ან ჰქონდა კორონა და მერე აიცრა.აი ასეთი ხალხია ჩემტან, ამ კვირაში 300ზე მეტი ასეთი აიცრა და ასე დაწყნარდა საშობაოდ.აქედან 40მდე იყო პირველად ამცრელი.ნორმალური მუშაობა, სხვა პაციენტზე ყურადღება და რაიმე რომ არ გამოგრჩეს, უდიდესი პრობლემაა.გუშინ დილით მაგალითად ორჯერ აცრილი ასაკოვანი მამაკაცი მოვიდა მესამე აცრისათვის, იანვარში უწევს 6 თვე მეორე აცრიდან, მაგრამ, სურდა აუცილებლად ახლა აცრა.წესით მეორე და მესამე აცრას, თუ სხვა პრეპარატი არაა, აკეთებს ექთანი, აცრის ანოტაციაზე პაციენტის ხელმოწერის გარეშე.ამ ასაკოვანი, 74 წლის მამაკაცის ხველა კი მეორე ოთახში მომესმა. მივედი, მოვუსმინე და მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს. რომ ვუთხარი ეს და ანტიბიოტიკი გინდა, აცრა არ შეიძლება მეთქი, გაგიჟდა კაცი, აცრა მინდაო, კორონა რომ შემხვდეს და მოვკვდე შენი ბრალი ხომ იქნებაო?ავურეთ კორონაზე ტესტი, მივეცი ანტიბიოტიკი და დღეს ნაშუადღევს ისევ მომადგა, ასაცრელად, კარგად ვარო.კორონაზე პსრ იყო უარყოფითი და ეს არც კი გაუხარდა, ნახევარი საათი ვეხვეწე რომ ამოეღო თავიდან ახლა, ამ ფილტვის ანთების დროს აცრა.პანიკა და შიში არის აბსოლუტურად დამღუპველი ადამიანებისათვის.არადა, გერმანია ამ გზით მიემართება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აიცილოს აცრის ზოგადი და საყოველტაო აუცილებლობის გამოცხადება კანონით.რატომ იქნება აცრის საყოველტაოდ სავალდებულოდ გამოცხადება გერმანიაში და ზოგადად კარგი დემოკრატიის და სოციალურ, არა სოციალისტურ, არამედ სოციალურ ქვეყნებში პრობლემატური და ფაქტობრივად წარმოუდგენელი?იქ სადაც სამუშაო კანონის სოციალური სისტემაა,მაგალითად ანაზღაურებადი ავადმყოფობის დრო,ან, სამსახურის გამო ინვალიდობის დიდი პენსია, ან სპეციფიური პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვაზე დიდი პენსია და ასე სემდეგ, იქ ძალიან ძნელია გამოაცხადო იძულებითი აცრა.როგორც კი ადამიანს აუცრელობის გამო ისე გამოკეტავ, რომ ვეღარსად ვერ იმუსავებს თეორიულადაც კი, აი ამ მომენტში ირთვება შრომისუუნარობის ან პროფესიული შრომისუუნარობის დაზღვევა და იხდის ამ შემთხვევაში სახელმწიფო.სახელმწიფო, რომელიც აიძულებს ერთი ხელით, მეორე ხელით იხდის შემოსავლის დანაკარგს.ეს თუ ვინმეს არარეალობა ჰგონია, კარგად უნდა გადახედოს იმ მრავალწახნაგოვან კანონებს, რასაც ჰქვია სოციალბუხგეზეტც, ანუ, სოციალური სამართლის წიგნი.ასეთი არ არსებობს ბევრ ევროპულ ქვეყანაში და უმეტესწილად ჩრდილოელი ევროპელების მოგონილია, პრინციპში კი კარლ ოტო ბისმარკმა, გერმანიის სახელმწიფოდ ჩამომყალიბებელმა, დიდმა ნახშირის მოპოვების მაგნატმა და გერმანიის ინდუსტრიის მამამ მოიფიქრა და განახორციელა, კაიზერივით იყო და ერთმმართველი, რაც სურდა გააკეთა.ეს სისტემა მთელ ჩრდილო დასავლეთ ევროპაშია.მე პირადად ამ სისტემის ხშირად აბსურდულობა გამოვცადე 12 წლის წინ. ამ პერიოდში ერთი წელი ვმუშაობდი ძალიან დიდ სამხარეო ფსიქიატრიულ ცენტრში კონსერვატიულ ბავარიაში, სადაც დამნაშავეთა მიმართ ერთის მხრივ არაადამიანური სიმკაცრეა და მეორეს მხრივ კი ძალიან სოციალურია კანონის დაცვით.ყველა სამხარეო კლინიკასთან არის ფორენზიკა, ანუ დამნაშავეთა იძულებით ფსიქიატრიაში განთავსების და იზულებითი თერაპიის ცენტრი.ფაქტიურად ფსიქიატრიული ციხეა.აი ამ სისტემაში მომიწია მუშაობა სამ თვეზე მეტი და ეს იყო სრული კატასტროფა.მაგალითისათვის,ძალადობრივ დამნაშავეებს უტარდებოდათ იძულებითი თერაპია, ყოველგვარის რესპექტის გარეშე და იგივე ადამიანებს აძლევდნენ საკმაოდ დიდ ფულად კომპენსაციას, თუკი რაიმე დაუზიანდებოდა, ხელი ან მკლავი ან ბეჭი და ასე შემდეგ.არ დამავიწყდება, არასოდეს დამავიწყდება, ერთმა სექსუალურ დანაშაულში მხილებულმა, რომელმაც მოიხადა მისი ვადა და უკვე პირობითში მიდიოდა, შეიტანა სარჩელი, რომ ფსიქოტროპიული იძულებითი თერაპიის გამო თავის საშინელი ტკივილები აქვს და ვერ იმუშავებს. ამ პიროვნებას სულ რამდენიმე კვირაში 50% იანი ინვალიდობა და პროფესიული, ამ შემთხვევაში კომპიუტერის სპეციალობით მუშაობის უუნარობის საბუთი მიეცა. რაც ნიშნავს, რომ მისი დაზღვევა 67 წლის, ანუ საპენსიო ასაკამდე გადაუხდის კომპენსაციას.აი ეს ყველაფერი რეალურად თვალწინ დამიდგა დღეს, როდესაც მოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, მუსიკალური სკოლის მასწავლებელი და მეუბნება,თუკი აცრის ვალდებულება შემოვიდა და მე კი ხელი არ მოვაწერე აცრაზე თანხმობას, მაინც ამცრიანო?არა მეთქი, ვუპასუხედა სამსახურმა რომ დამავალდებულოს და აცრა მომიწიოს, ჩემი პროფესიული უმუშევრობის დაზღვევა გადაიხდის, თუკი ინსტრუმენტზე დაკვრა მერე ვერ შევძელი და უმუშევარი დავრჩიო???იქნება და ექიმის დაზღვევამ გადაიხადოსო??ცნობისათვის, გერმანიაში ყველა ექიმს აქვს სპეციალური დაზღვევა, რაიმე შეცდომის დაშვების გამო და ამ დაზღვევის მოცულობა თითოეულ შემთცვევაზე მინიმუმ სამი მილიონი ევრო უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში არ გაქვს კერძოდ და დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება.ალბათ ესეც გაითვალისწინა ამ ქალბატონმა.მოკლედ,აი ამ კითხვების დასმის მერე, ადექი და აცერი ადამიანი, რომელიც გეუბნება, მე კიარ მინდა, მაგრამ იძულებული ვარო და შენ თანაპასუხისმგებელი ხარო.იქნება და იტალიაში ან პორტუგალიაში არაა ეს პრობლემა, მაგრამ,გერმანიაში ნაღდადაა – წერს იაგო ფრანგიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved