• რეკლამა
  • კონტაქტი
16:58, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენ ხართ სამარცხვინო, “მონა ქალი იზაურა”, ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი – წულუკიანი ჩარკვიანს

ალია ავტორი - ალია
19:28 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„მე პოლიტიკოსი და პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, მგონი საკმარისად ბევრი ვისაუბრე და კიდევ ვისაუბრებ კულტურასა და სპორტზე, მაგრამ თქვენ არ ხართ ის, ვინც მე პოლიტიკურ დებატს, დიკუსიას ან პოლიტიკოსობას ამიკრძალავს, რადგან კანონში მიწერია, რომ მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ. დღეს თქვენ არ გელოდით აქ, რადგან თქვენ თქვით, რომ ვინც პარლამენტში შევა, ისო, ცუდი სიტყვები გამოიყენთ“, – მიმართა ჩარკვიანს თეა წულუკიანმა.

ამასთან, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ცუდ სიტყვებს არ იძახის.

„ცუდ სიტყვებს არ იძახით, მაქედან უნდა ჩამოგათრიოო, წეღან არ მითხარით, ჩემი ჩამოთრევა არც ისე ადვილია“, – აღნიშნა წულუკიანმა და სხდომათა დარბაზში დამსწრეებს თაკო ჩაკრვიანის განცხადებები მოასმენინა, სადაც ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, ივანიშვილის მონა იქნებოდა.

„ლეიბებზე კოტრიალს აღარ მოგასმენინებთ. რადგან პარლამენტში შემოხვედით, ხართ სამარცხვინო, ივანიშვილის მონა, მონა ქალი იზაურა ნანახი გაქვთ ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი და მე თქვენ მოგასმენინებთ, რას ამბობთ ჩემზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ჩართო ვიდეო, სადაც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი არის ბუჩქის ძირად ამოსული უკულტურო ია და ქალბატონად არ იწოდება.

ამ სიტყვებმა თაკო ჩარკვიანის გაღიზიანება გამოიწვია და აღნიშნა, რომ წულუკიანი შოუს დგამდა. რაზეც წულუკიანმა უპასუხა: “შოუ კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved