• რეკლამა
  • კონტაქტი
08:38, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეში 50-80 ადამიანს ვკარგავთ.. გუშინ მეგობრის მამა დავასაფლავეთ.. როგორ უნდა იყო ასეთი თავხედი, რომ ამ ფონზე ვინმეს საკუთარი აზრი მოახვიო?! – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
19:09 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ვინმე გაზომავთ, დათვლით თქვენი რჩევების და პროპაგანდის შედეგად რამდენი ადამიანი დაიღუპა თქვენს ირგვლივ? – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კოვიდ-ვაქცინაციისა და რეგულაციების მოწინააღმდეგე ადამიანებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„არ ვიცი რამდენჯერ დავწერო, რომ ამ პატარა სივრცეში მაინც გაიგოს ყველამ?!გუშინ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის მამა დავასაფლავეთ. სხვა მაგალითებს არ მოვყვები.გუშინაც გამომიგზავნეს, დღეს დილითაც ეს ერთუჯრედიანი ანტივაქსერული ვიდეოები.შეაჩერეთ ფაშიზმიო. ამას რომ დაწერთ 21-ე საუკუნეში, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით?აცრაა ფაშიზმი, თუ აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები?გუშინ ახლობელი ადამიანის დასაფლავება დაგვესიზმრა?დაჩიპვები, 5ჯი, ბლუთუზები და ათასი სისულელე ჩაუფლავდათ. დარჩა ბოლო “არგუმენტი”. თურმე 5-7 წელი სჭურდება ვაქცინის შექმნას. დაელოდებიან 7 წელი?!თავს ვიკავებ თავისი სახელი რომ არ დავარქვა ამ აბსურდს.დღეში 50-80 ადამიანს ვკარგავთ. როგორ უნდა მისცე თავს მორალური უფლება, როგორ უნდა იყო ასეთი თავხედი, რომ ამ ფონზე ვინმეს საკუთარი აზრი მოახვიო?!რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ პირადად მას, სასაუბროთი, აცრისკენ მოვუწოდე?პერიოდულად ვწერ ჩემს გვერდზე რასაც ვფიქრობ.შარშან დავწერე საკმაოდ ვრცლად ჩემი აზრი. იძებნება ეს წერილი შემდეგი სათაურით: “მსოფლიოში ორი პანდემია მძვინვარებს”.აზრი არ შემცვლია. რასაც ვფიქრობ, იქ წერია. თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ. საკუთარი სტატიაც კი, რომელსაც 2-3 კვირა ვწერდი, არავისთვის გამიგზავნია. თქვენ რატომ მიგზავნით ვიღაც ერთუჯრედიანი ტიკტოკერების, თუნდაც აკადემიკოსების ბოდვებს? თქვენს გარეშე ვერ ვიპოვი?ოჯახის წევრის გამო, ბოჭორიშვილის კლინიკასთან რომ ვიყავი დაყუდებული, ვინმემ მიშველეთ რაიმეთი?ექიმებმა მიშველა. იცით რა რეჟიმში მუშაობენ? შეხვედით, დაინტერესდით?არ შეხვალთ, გეშინიათ.საკუთარ ველზე რაც გინდათ წერეთ. დაგიშალათ ვინმემ?! აგრესიულ პროპაგანდას რა უფლებით ეწევით?დღესაც, გუშინაც, დაიბლოკა რამდენიმე.ვინმე გაზომავთ, დათვლით თქვენი რჩევების და პროპაგანდის შედეგად რამდენი ადამიანი დაიღუპა თქვენს იღგვლივ? ვერა.ჰოდა, როცა ადამიანთა სიცოცხლეს ეხება, საკუთარი საშიში რჩევები და პროპაგანდა მოთოკეთ!“ – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved