• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მათი ხელისუფლების დროს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, გამოყარეს მწერლები, ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
19:02 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მინდა, გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მათი ხელისუფლების დროს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, გამოყარეს მწერლები და არაერთ მათგანს დღემადე აქვს შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძისა და სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რას აპირებს მწერალთა სახლთან დაკავშირებით.

„ქალბატონო სალომე, 2007 წელი დგას, ხოდა 04:00 საათზე სპეცრაზმი, თქვენი ხელისუფლების დროს შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები. არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში, რომელიც აბა, გამოიცანით როგორ დამთავრდა, წააგეს. ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს, ამის დაზუსტება დამავიწყდა და მოკლედ, ეს მწერალთა კავშირი დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ტაშფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ მწერალთა კავშირისდროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში. ეს ხომ რეალობაა და ბატონი გიორგი ვაშაძე მე მეკითხება მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო. თუ ეს იყო შეკითხვა, მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას ასევე აქვს პრობლემა და ჩვენ 90 000 ლარამდე უკვე დავხარჯეთ, რომ გამაგრების პროცედურები დაგვეფინანსებინა, ასევე მათ პროექტებს ვაფინანსებთ, არც არავინ ეკითხება, რას აკეთებენ და მგონი, ეს კარგია. თუმცა „ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პრემია გახდა, რა თქმა უნდა, სამინისტრო არ დაიბრუნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved