• რეკლამა
  • კონტაქტი
13:04, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„განსაკუთრებით ამაზრზენია მასაჟისტის, დოქტორი დოტის ჩამოყვანის ეპიზოდი. ასეთი იდეის განხორციელება ქვეყნის ხარჯზე ალბათ რომელიმე შეიხსაც არ მოუვიდოდა თავში“ – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
17:49 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ცოტა ვრცელი პოსტი სააკაშვილზე და 9 მილიონის საქმეზე – ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„როგორც იურისტები ამბობენ, საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი – რაც კანონით დაშვებული არაა, აკრძალულია. შესაბამისად, საკითხი ასე კი არ უნდა დაისვას, რომელი კანონი უკრძალავს პრეზიდენტს შვილის სწვალის დაფინანსებას, არამედ პირიქით: რომელი კანონი უშვებს, პრეზიდენტის მიერ შვილის სწავლის დაფინანსებას ბიუჯეტიდან. პასუხია არცერთი. შესაბამისად უკანონოა. ასევეა თითქმის ყველა იმ ხარჯზე, რასაც მას პროკურატურა ედავება. არცერთ იმ ხარჯს არ იცნობს კანონის არცერთი ნორმა. შესაბამისად, ყველა ის ხარჯი უკანონოა. ეს ამბავი ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის წესით ცალსახაა. რაც ცალსახა არაა, ესაა: ამისთვის უნდა ვიჭერდეთ პრეზიდენტს, თუ სარკოზის მსგავსად შინაპატომრობაც საკმარისი იქნებოდა. ამაზე დავა შეიძლება. თუმცა ყველაზე მძიმე ამ ამბავში არა კრიმინალური არამედ პოლიტიკური და მორალური კონტექსტია. ყველა ეს ხარჯი მოწმონს, რომ ეს ადამიანი თავს არა დემოკრატიული ქვეყნის პრეზოდენტად, არამედ რომელიმე აღმოსავლური სახელმწიფოს სულთნად მიიჩნევდა, რომლისთვის ქვეყანა და მისი ბიუჯეტი პირადი საუთრებაა და შეუძლია მოიხმაროს, როგორც უნდა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ამაზრზენია მასაჟისტის, დოქტორი დოტის ჩამოყვანის ეპიზოდი. ასეთი იდეის განხორციელება ქვეყნის ხარჯზე ალბათ რომელიმე შეიხსაც არ მოუვჯდოდა თავში. p. s. მიშისტებს გთხოვთ თავს ნუ შეიწუხებთ ასეთი პასუხებით: აბა, ბიძინა!… აბა, ღარიბაშვილი!… წინასწარვე გეტყვით, რომ რაც უნდა თქვათ ბიძინაზე და მთლიანად “ოცნებაზე” ყველაფერში გეთანხმებით. ოღონდ ეგ სააკაშვილთან დაკავშირებით რეალობას არ ცვლის“ – წერს მერაბ მეტრეველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved