• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასაცილო და სატირალი ის არის, რომ ქვეყნის ამშენებელს შვიდ პიჯაკს ედავებიან – დოდონა კიზირია

ალია ავტორი - ალია
17:18 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

აშშ-ში მცხოვრები პროფესორი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

არ ვიცი, ვინ უნდა იცინოდეს ამაზე, ღმერთი თუ სატანა – ქოცების ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად დახარჯვას აბრალებს! 7 პიჯაკი უყიდია, პრეზიდენტი კაჩინსკის კუბოსთან დასადებად თაიგულზეც დახარჯულა, საპატიო სტუმარი უსადილებია და მისი აბანოსთვის საჭირო თანხაც ბიუჯეტიდან გაუღია, და კიდევ სხვა ამგვარი „თავზარდამცემი“ გაფლანგვები.თავი დავანებოთ ქოცხელისუფლების და მათი მხარდამჭერებისთვის ასტრონომიულ ხელფასებს, მათ სამსართულიან სასახლეებს საცურაო ბასეინებითა, 300 000 ევროდ ღირებული საათების და უკანასკნელი მოდელის ძვირიანი მანქანების კოლექციას, მილიონებით ლარებს, რომელბიც უამრავი შეუსრულებელი პროექტების ტენდერებში რიგდებოდა. გავიხსენოთ მათი სულ უბრალო და უაღრესად „მიზნობრივი“ დანახარჯები.ღარიბაშვილმა გაპრემიერებისთანავე თავის კაბინეტისთვის ბატუტებიანი (მგონი ასე ჰქვია ქართულად) დივანი იყიდა. ერთ თაიგულზე უფრო ძვირი იყო, მაგრამ დამეთანხმებით, უაღრესად საჭირო საგანია ქვეყნის მართვისთვის, არა?ღარიბაშვილმავე ამერიკაში თავისი პირველი ვიზიტის დროს 42 თანმხლები, პლიუს მეუღლე გაიყოლია და ყველანი ვაშინგტონის ცენტრში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოთავსდნენ. ესე იგი, ყოველდღე, მხოლოდ სასტუმროში გადახდილი თანხა მინიმუმ $20,000 იყო. ეხლა ეს გადაამრავლეთ ათზე, თუმცა, მგონი, უფრო მეტ ხანს დარჩნენ და მიიღებთ მოკრძალებულ თანხას – 200,000 დოლარს. ამას დაამატეთ პირველი კლასის რესტორნებში სმა-ჭამა. აბა სადმე პიცარიაში შესვლას ხომ არ იკადრებდა ეს უვიცების ჯოგი! თუ ვინმეს აინტერესებს, შეგიძლიათ შეამოწმოთ. მე ზუსტად მახსოვს ეს ვიზიტიც და მათი იქაური „გულაობაც.“გადმოვიდეთ აქეთ, უფრო ახლო. თავი-რომ-პრეზიდენტი-ჰგონია იმ დედაკაცმა, მახსოვს, უაღრესად ძვირადღირებული ანტიკვარული ვერცხლის სურები შეიძინა ინოგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში და ამტკიცებდა, ეს აუცილებელი საგნები იყო საპრეზიდენტო აპარტამენტებისთვისო. ახლახან კი ყოველგვარი სახელმწიფო საჭიროების გარეშე ევროპაში გაისეირნა ხან ხატია ბუნიატიშვილის კონცერტზე, ხან რაღაც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. ამას დაუმატეთ ამ კარტოფილ-ხახვით გაპრეზიდენტებულ მადამ ფრანციცულისთვის ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი სპეციალური საპარიკმახერო, სამაკიაჟო და სხვა მომსახურების რაზმი. პატარა თანხა არ გამოვა, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სრულიად აუცილებელი, რასაკვირველია.თუმცა, რამდენი ან რა უნდა ჩამოთვალოს კაცმა. მათ ხომ დაანგრიეს და გააჩანაგეს ქვეყანა. სასაცილო და სატირალი ის არის, რომ ქვეყნის ამშენებელს შვიდ პიჯაკს ედავებიან“ – წერს დოდონა კიზირია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved