• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს“ – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
13:58 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

სამწუხაროდ, ოლო წლებში ზოგი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგი რუსეთის დღის წესრიგს ხშირად ემთხვეოდა –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევაა, რომ რუსეთის ფედერაცია უკანონოდ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციას. ამ ოკუპაციის ნაწილია საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე შეტევა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ოპოზიციური პარტია ხელს უწყობდა ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებით და სახელმწიფო უწყებებზე შეტევებით. მათი დღის წესრიგი რუსეთის დღის წესრიგს ხშირად ემთხვეოდა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას ყველა საერთაშორისო ფორმატში, ეს როგორც გავაკეთეთ, სტრასბურგში აგვისტოს ომზე, რომლის საქმე მოვიგეთ. ამ წლების განმავლობაში, რუსეთთან მშვიდი, პრინციპული, დაბალანსებული და არაკომპრომისული პოლიტიკით შევძელით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, დაცულია უსაფრთხოება და საქართველოს არის დასავლური პარტნიორების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების კუთხით. უსაფრთხოების გადაზღვევას ყოველდღე ვახდენთ, როცა საქართველო უახლოვდება ნატო-ს, აძლიერებს ურთიერთობებს ამერიკასთან და როცა ვასრულებთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგს. ეს არის გარანტია, რომ საქართველოს უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს არც შიგნით და განსაკუთრებით არც გარეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved