არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ედუარდია ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებულ რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობაც ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები