• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება

ალია ავტორი - ალია
11:54 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე და პროცესის 2 წუთიანი შეყოვნებით ტრანსლირების მოთხოვნის შუამდგომლობას აყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. სხდომას ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დაესწრება.

მასაჟი, ვოიაჟები საზღვარგარეთ, დასვენება, შოპინგი, სასტუმროები, სწავლის დაფინანსება შვილისთვის და სხვა პირადი მოხმარებისთვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან – ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, რომელიც 9 მილიონის გაფლანგვის რამდენიმე ტომს მოიცავს.

მმართველი გუნდი მე-3 პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააკაშვილის დანაშაულს ხედავს და საქმეს ელიტური კორუფციის კვალიფიკაციას აძლევს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების თქმით კი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სადავო 9 მილიონი, პრეზიდენტმა კანონის სრული დაცვით განკარგა. 

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი – ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved