პარლამენტის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანოძეს, თეა ძიმისტარაშვილს.
კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.
კომენტარები