• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის ჩემი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა ადა­მი­ანს სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს“

ალია ავტორი - ალია
00:55 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, თაკო ილუ­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

“მე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ვარ, რო­მელ­საც ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი COVID-19-ის გა­და­ტა­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მო­უ­წია.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­მა­ლე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტებს, რად­გან სტრე­სის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ არ მინ­დო­და გა­მო­ჩე­ნა და თით­ქოს ვერც ვწერ­დი ვე­რა­ფერს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა ადა­მი­ანს სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს და მე თუ შე­მიძ­ლია ამა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, მზად ვარ!

რა მოხ­და?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი ვარ იტა­ლი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი იტა­ლი­ურ ენას სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. იმ დროს, რო­დე­საც მთლი­ა­ნი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლია პან­დე­მი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა, მთავ­რო­ბამ რა­ტომ­ღაც არ გა­ა­უქ­მა კარ­ნა­ვა­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში და ჩემი კურ­სე­ლე­ბიც გარ­თო­ბის მიზ­ნით არ შე­უ­შინ­დნენ წას­ვლას, შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ და ეს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ვირუ­სიც ერთ-ერ­თმა სა­ჩუქ­რად ჩა­მო­მი­ტა­ნა.

რო­გორ და­ი­წყო?

ამ დღი­დან 4 დღის შემ­დეგ, ვიგ­რძე­ნი იმ­დე­ნად სუს­ტი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რომ მე­გო­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი მქონ­და ამ­დე­ნი ში­შის­გან, თუმ­ცა ინ­ტუ­ი­ცი­ით მა­ინც გა­ვი­ზო­მე სი­ცხე და 37.1 აღ­მო­მაჩ­ნდა. რა თქმა უნდა, პა­ნი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­ვი­წყე პირ­ბა­დით მოძ­რა­ო­ბა და ჩა­ვი­კე­ტე ოთახ­ში, რომ სხვებს მოვ­რი­დე­ბო­დი. ორი დღე გაგ­რძელ­და და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი­თა და ყე­ლის ტკი­ვი­ლით, მე­სა­მე დღეს და­ე­მა­ტა მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა და სა­ღა­მოს უკვე სი­ცხე 38.7, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით იტა­ლი­ა­ში მო­ვი­თხო­ვეთ ჩემი გა­დაყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

მკურ­ნა­ლო­ბა­ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი სი­ცხე მხო­ლოდ ორ დღეს გაგ­რძელ­და, ხოლო და­ბა­ლი სი­ცხე კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა, ასე­ვე ხვე­ლა მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ მქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არც პნევ­მო­ნი­ამ­დე გარ­თულ­და საქ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა ვერ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და საკ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­დნენ ორ­გა­ნიზ­მის­თვის მრა­ვა­ლი სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბა­სა და ხე­ლის შე­წყო­ბას, რომ თა­ვად ორ­გა­ნიზმს შეს­ძლე­ბო­და და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ვირუ­სი. თუმ­ცა, მკურ­ნა­ლო­ბის დროს ხდე­ბა მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი სის­ხლის აღე­ბა მა­ჯის არ­ტე­რი­ი­დან, რაც და­მი­ჯე­რეთ სი­ტყვით რთუ­ლად ასახ­სნე­ლი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სი პრო­ცე­სია და სა­ერ­თოც არა­ფე­რი აქვს უბ­რა­ლო ვე­ნის ნემ­სის შე­ხე­ბას­თან.

რამ­დე­ნი დღე გაგ­რძელ­და?

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 10 დღე დავ­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი გა­წე­რის თა­ო­ბა­ზე, მას შემ­დეგ რაც ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ახლა გავ­დი­ვარ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს, რის შემ­დე­გაც შევ­ძლებ დავ­ბრუნ­დე სამ­შობ­ლო­ში.

რისი თქმა მინ­და თქვენ­თვის?

მინ­და გი­თხრათ, რომ კო­რო­ნა გა­ნა­ჩე­ნი არაა და მისი და­მარ­ცხე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია! ამ ვირუ­სის ქონა არაა და­სა­მა­ლი და არც სა­სირ­ცხვი­ლო, პი­რი­ქით სირ­ცხვი­ლია მისი და­მალ­ვა. ჩემი ჩათ­ვლით უკვე მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს თქვენ­თვის. მთა­ვა­რია ბრძო­ლა, შე­მარ­თე­ბა, გან­წყო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ურ­თუ­ლე­სი ეტა­პია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა ახ­ლობ­ლოს გა­რე­შე ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა, რომ­ლის დრო­საც თავი ატო­მუ­რი ბომ­ბი გგო­ნია და არ იცი რო­დის აფეთ­ქდე­ბი. რთუ­ლია, როცა იცი შენი ოჯა­ხი სამი ათა­სი კი­ლო­მეტ­რის იქით ღა­მე­ებს ათე­ნებს შენ­ზე ფიქ­რში. რთუ­ლია, როცა გვერ­დი­თი პა­ლა­ტე­ბი­დან ხალ­ხის ტი­რი­ლის ხმა გეს­მის დღე და ღამ და ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, როცა შენს რამ­დე­ნი­მე თვის ნას­წავლ იტა­ლი­ურს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს არ­გებ, რომ არა­ფე­რი გა­მოგრჩეს შემ­თხვე­ვით, რას გე­ტყვის ექი­მი (იტა­ლია და ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია). ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად და­უმ­რა­ცხე­ბე­ლი არა­ფე­რია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულ­მა და სით­ბომ იმ­ხე­ლა ძალა მომ­ცა, ვი­ცო­დი რომ არაფ­რის უნდა შემ­ში­ნე­ბო­და!

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

ჩემი სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თი­დან გე­ტყვით, რომ რო­გორც კი აღ­მო­ა­ჩენთ თუნ­დაც მცი­რე გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნებს, გა­მო­ი­ყე­ნეთ პირ­ბა­დე და ეცა­დეთ იზო­ლა­ცია გა­უ­კე­თოთ სა­კუ­თარ თავს, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დე­ბით, რა გჭირთ. მე ჩემი სიფრ­თხი­ლით ყვე­ლა გარ­შე­მო მყო­ფი გა­და­ვარ­ჩი­ნე, ჩემ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 26-ივე ადა­მი­ა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა კო­რო­ნას ტესტზე, რად­გან მე უბ­რა­ლოდ ყვე­ლა წესი და­ვი­ცა­ვი. გირ­ჩევთ, თავი აა­რი­დეთ ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბას, რად­გან მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი ვარ მეც და კი­დევ უამ­რა­ვი. და­მერ­წმუ­ნეთ, ჩვენს ტან­ჯვად არ ღირს თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის არც ერთი წამი. ხში­რად იბა­ნეთ ხე­ლე­ბი, მი­ირ­თვით ხილი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი. დახ­ვე­ლე­ბა/და­ცე­მი­ნე­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სხვა ადა­მი­ნებს, ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ამ გზით გა­და­ე­ცე­მა. ნუ ჩა­ვარ­დე­ბით პა­ნი­კა­ში, იყა­ვით მშვი­დად, მა­ში­ნაც კი თუ რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი გაქვთ. ეს უბ­რა­ლო ვირუ­სია, უა­რე­სე­ბიც გა­დაგ­ვი­ტა­ნია.

რა ვის­წავ­ლე?

რაც ვის­წავ­ლე ისაა, რომ ჩვენ არას­დროს არ ვი­ცით, რო­დის რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და არა­ვინ ვართ და­ზღვე­უ­ლე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის­გან, ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი დრო უნდა გა­ვა­ტა­როთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც გვიყ­ვარს. სით­ბო, ზრუნ­ვა და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს! მეც ვზი­ვარ ახლა, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ყვე­ლა იმ ად­მი­ა­ნის ნახ­ვას, რომ­ლებ­მაც ამ­ხე­ლა ძალა მომ­ცეს!

მად­ლო­ბა

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და სა­კონ­სუ­ლოს იტა­ლი­ა­ში და რა თქმა უნდა, იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს იტა­ლი­ა­ში, თამ­თა რჩე­უ­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია!

ასე­ვე, უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მამ­ხნე­ვებ­დნენ და მარ­ტო­ო­ბას არ მაგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ.

მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!”.

ambebi.ge

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება
ახალი ამბები

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

13:22 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved