მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააჟღერა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
თუ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია, მისივე განცხადებით ასე გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც სცვიოდესო, ანუ ისეთ რეფორმებს ვატარებდითო, რომ ადამიანები თუ მოკვდნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და დაირღვა უფლებები, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო,- განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები