ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ზვიადაური ძმის საფლავზე მივიდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი მდინარაძე ავრცელებს.
TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, “ფეისბუქის” კომენტარებში, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგნაირად ეხმაურება:
“მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის? მარაზმი!!!”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები