საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 73 პაციენტი რჩება.
კომენტარები