• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე“ – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
18:50 03-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული”, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ფოთის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დროს ქვეყანაში კორონავირსთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას.

„არ ვიცი, საპატრიარქო, რომ აკეთებს განცხადებას, ვინ დგას ამის უკან, ვერ გეტყვით ამას. საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება, ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ფორსმაჟორი ფილმებში გვინახავს ქვეყანა ინგრევა და არავინ არის იმის უნარის მქონე, რომ შეიკრიბოს თუნდაც საბჭო და იმსჯელოს, ესეთი მოვლენა აქ არ არის. არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, რომ აი, ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირუსი აქტიურად ვრცელდება, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მსჯელობა და გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ისინი ადგილობრივ დონეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად, რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია. ეკლესიის წინაშე განსაცდელი მრავალჯერ ყოფილა და ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება საჭირო იყო, მაგრამ გონივრული რეაქცია ყოველთვის აუცილებელია მიმდინარე მოვლენებზე“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთის საკათედრო ტაძარში მორწმუნეებმა ზიარება ერთი კოვზით მიიღეს, ე.წ. სიტკბოება კი მრევლმა ერთჯერადი ჭიქების გამოყენებით მიიღო.

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დასაშვებია, ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved