დღეს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარადგინა.
“ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებულია სრულიად ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება ე.წ. ჯიჯიარი, 10%-იანი მოგების გადასახადი. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისა 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. რეალურად 65-70%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.
კომენტარები