პერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, 112 კილომეტრის სიღრმეზე, ამაზონის რეგიონში დაფიქსირდა, თუმცა ბიძგები დედაქალაქ ლიმასა და მეზობელ ქალაქებშიც იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
ეს დღის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი მეორე მიწისძვრაა. მანამდე 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც ელ კალაოში იყო.
კომენტარები