ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი “ომიკრონ” შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ორივე დაინფიცირებული სიდნეიში სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდა. მათი თქმით, ორივე მათგანი ასიმპტომატური იყო, ასევე სრულად იყვნენ ვაქცინირებულები და ამჟამად კარანტინში იმყოფებიან.
სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სხვა 12 მგზავრი კოვიდ სასტუმროში 14 დღიან კარანტინს გაივლის. ცნობისთვის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ,,ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა. ჯანმომ ვირუსს “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ, რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
კომენტარები