ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ კარიერში მოყოლილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის ექიმის განმარტებით, 65 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.
შემთხვევა ტყიბულში გუშინ მოხდა. კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. მაშველებმა ერთი მათგანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები