• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარინა კალიურანდი: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ან შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვებს

ალია ავტორი - ალია
12:15 11-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს.

„საქართველო წინ უნდა წავიდეს და უნდა დაიწყოს მუშაობა, როგორც ნორმალურმა დემოკრატიამ, ნორმალურად ფუნქციონირებადი პარლამენტით და ყველა რეფორმით, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ სასამართლო რეფორმა, რასაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მაგრამ, რაც შეეხება, სააკაშვილის პოლიტიკურ ძალაუფლებას, ამას საქართველოს მოსახლეობა განსაზღვრავს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს. მე არ ვარ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგი, არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, თუ მოსახლეობა გრძნობს, რომ მათ გარეთ გასვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ ან რამის მხარდასაჭერად გადიან. როგორც უკვე ვთქვი, ეს დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ, რაც შეეხებათ, პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩეულები არიან საქართველოს მოსახლეობის მიერ პარლამენტში, მათ არ უნდა გააუფასურონ საკუთარი როლი პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატი მოსახლეობისგან და ეს ძალიან დიდი რაღაცაა, იყო არჩეული ხალხის მიერ და იყო ის ადამიანი, ვისაც მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა. ეს პოლიტიკოსები არჩეულები არიან, რათა განახორციელონ რეფორმები და იმუშაონ პარლამენტში. ეს კი სწორედ ის არის, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება და აქვთ სურვილი, რეალურად დაიწყონ მუშაობა პარლამენტში,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved