• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? ვინც სააკაშვილს უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს გზებს მისი ტყვეობიდან დახსნისთვის, საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვის – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
13:28 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

 ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საკითხზე არსებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იხეილ სააკაშვილის გლდანიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს იმას,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.თუკი რამ შეიძლება შეფასდეს გაუმჯობესებად,ეს არის პირობები,მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა.პირობების გაუმჯობესებაც შედარებითია-გლდანში დაორგანიზებული ფსიქოლოგიური შტურმი ჰოსპიტალში შეწყდა,თორემ პატიმრობის პირობები უცვლელია.არავინ არ იცის რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას და რაც მთავარია,არავინ არ იცის როგორ უნდა იმართოს ეს სირთულეებით სავსე პროცესი.აქვე გაჩნდა მოსაზრება,რომ უმჯობესია მიშა საქართველოდან გავიდეს და ეს მიაჩნიათ მიშას გადარჩენის გამოსავლად.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეს აზრი შესაძლოა რაციონალურად გამოიყურებოდეს,მაგრამ სამართლებრივ ასპექტში სრულად დამაზიანებლად მიმაჩნია, უპირველესად მიშასთვის.გვავიწყდება,რომ მიშას არც სამკურნალო ჩივილები ჰქონდა და არც იმისთვის გაურისკავს სამშობლოში დაბრუნება საკუთარი სიცოცხლით,რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა.მისი ამოცანა უპერსპექტივობაში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენა იყო და არის.ამიტომ,ვინც მას თავის წარმოდგენაში უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს ყველა შესაძლო გზას მისი ტყვეობიდან დახსნისთვის,უფლება მაქვს ვიფიქრო,რომ ასეთები საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან,ვიდრე მიშასთვის.უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო? ვინმე ზღუდავდა მის უფლებებს იქ? არ ვიცი,არ მომისმენია დასაბუთებული არგუმენტები რატომ არის ეს აზრი უპირატესი არსებულ პოზიციებს შორის,მაგრამ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იმუშავებს და სამკურნალოდ საქართველოდან გაყვანა დღის სინათლეს ნახავს,ასეთ ვითარებაში,მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს შეზღუდული.ჩვენ ჩვენ აზრებს გამოვთქვამთ,მაგრამ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა,გადაწყვეტილება მაინც მიშას მისაღებია.მთავარია ის ფიზიკურად გადარჩეს,რაც ბევრს ეს ფაქტორი დასრულებულად მიაჩნია,მაგრამ ჩემთვის,როგორც ერთი ადამიანისთვის,ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია.მიშას ბრალდებებისგან გათავისუფლება მიმაჩნია მისი ფიზიკურად გადარჩენის გზად და ამ ქვეყნის გადარჩენის გზადაც.სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობისგან ეს ქვეყანა ძალიან შორსაა.ივანიშვილის რეჟიმს ისედაც დაუსწრებლად აქვს უსამართლო განაჩენი გამოტანილი.ამიტომ,ის მოთხოვნაც,რომელიც ასე აქტუალურია დღეს-“მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება”,სამართლის ძიების გზა კი არაა,არამედ,ჩვენთან,ხალხთან კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობაა,მცდელობაა მოიპოვოს ტრიბუნა,ისევ ჩვენი გამოფხიზლებისთვის.ეს კარგად იცის ივანიშვილმა და ამიტომ არ მიყავთ ის სასამართლოზე,თორემ სამართლებრივად მართლა სადაო რომ ჰქონდეთ რამე,ჩვენი თხოვნის გარეშე,პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პროცესები.#თავისუფლებამიშას -წერს ეკა ხერხეულიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved