როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის როლს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. სახალხო დამცველი და მისი ოფისი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაკონტროლების ფუნქცია. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შეფასებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვნახეთ, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა,“- აღნიშნა ელჩმა.
კომენტარები