რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში გერმანიაში, კორონავირუსის 75 961 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში, კორონავირუსით 100 119 ადამიანი გარდაიცვალა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ავადობის შვიდდღიანი მაჩვენებელი (გასული კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა) 419.7-მდე გაიზარდა.
კომენტარები