• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთიანი ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, დაყონ პოლიტიკოსები ფულიანებად და უფულოებად“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:37 11-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანით მისი შიმშილობის თემა დაიხურა. რა შეიცვალა ამით? ხომ არ იცით, რა გეგმები აქვს ოპოზიციას? ახლა რა უნდა გააკეთონ და რას აპირებენ?

– ერთი რამ ვიცი, რომ დღეს ოპოზიცია  ერთიანი არ არის. თვითონ, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ  ზღვარი გაავლონ და დაყონ ოპოზიცია ფულიანებად და უფულოებად, ზღვარგადალახულებად და გადაულახავებად, პროდასავლურებად და არაპროდასავლურებად… რა ვიცი, ხელოვნურად რაღაც სტატუსებსა და იარლიყებს ეძებენ, რომ დაყონ ოპოზიცია ნაწილებად, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციის გაერთიანებას  შეუწყონ ხელი, გაერთიანების გზები ეძებონ… ყველანაირად ცდილობენ, გათიშულობა იყოს, ყველას თავისი ლოკალური მიზანი ჰქონდეს და არა – ერთიანი. მე ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავება შეუძლებელია. ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები აქვს, რომ ეს გათიშულობა, საკუთარი პრინციპებით ცალ–ცალკე და მათი განხორციელებისთვის ბრძოლა, არა მგონია, მომგებიანი იყოს ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის. რეალურად ვხედავთ, რომ ჩვენს საზიანოდ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, ქვეყანაში კატასტროფული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა და ამაზე საერთოდ არავინ საუბრობს. ხელისუფლება, ვფიქრობ, ამით საკმაოდ წარმატებით სარგებლობს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ  ოპოზიციის ეს კინკლაობა, ხელისუფლებას დროს აგებინებს. ეს კი სულ უფრო გვაშორებს 2020 და 2021 წლების  არჩევნების გაყალბებას.  წელიწადი და წელიწადნახევარი ქუჩაში რომ ირბენ უაზრობის გულისთვის და მერე იტყვი, არჩევნები გაყალბდაო,  მაგას აღარავინ დაიჯერებს. ან რაღა აზრი აქვს მაგის თქმას? ცოტა დრო დარჩა 2024 წლის არჩევნებამდე  და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავისთვის აქტუალური არ არის.

– ფაქტია, რომ წმინდა პოლიტიკური თემებით გადაიფარა სხვა და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, სოციალური, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს. ესეც ხელისუფლებას მომგებიან პოზიციაში აყენებს, არა?

– რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მთავარი აქცენტი და „ქართული ოცნება“ ახერხებს, მეორე და მესამეხარისხოვნად აქციოს ეს მთავარი, ცხადია, გარკვეული პოლიტიკური ძალების მეშვეობით. როდესაც ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო სააკაშვილთან მიმართებაში, ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, არავის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი პოლიტიკური შედეგები. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ამ დონემდე არ მისულიყო პროცესები და სხვაგვარი ბრძოლა ყოფილიყო? მე ვფიქრობ, რომ ბრძოლის ძირითადი აქცენტები სხვა უნდა ყოფილიყო, ისინი, რომელიც ხალხს უფრო საჭირბოროტოდ მიაჩნია.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved