• რეკლამა
  • კონტაქტი
13:24, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაგბი, როგორც ცხოვრების წესი – 14 წლის ბიჭის ოვალური სამყარო

ალია ავტორი - ალია
18:04 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და  გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ ,,სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებოდა. პატარა ზუკა გაგუამაც ოვალური ბურთის ჯადოსნურობა ირწმუნა და 4 წლის წინ კლუბში თავადაც ჩაეწერა. ახლა 14 წლისაა და ძირითად დროს მეორე ოჯახში – რაგბის კლუბ ,,სოხუმში“ ატარებს.

,,აქ მარტო სავარჯიშოდ არ მოვდივართ. ვხალისობთ, ვერთობით და ხშირად კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ. მაგალითად,  ვასუფთავებთ ნაგვისგან ქალაქს. დავდივართ მდინარეზე, ვაწყობთ პიკნიკს, გასვლითი ღონისძიებები გვაქვს. თავიდან რომ შემოვედი ძალიან ცუდი პირობები იყო. გასახდელი ხის ტოტებისგან იყო მოწყობილი, საშინლად ციოდა. მერე სპონსორი გამოგვიჩნდა და გასახდელის აშენებაში ჩვენც ჩავერთეთ. ახალი ფორმებიც გვაქვს,  ინვენტარიც და ყველაფერი რაც გვჭირდება, უფრო კარგად რომ ვითამაშოთ.“

30-მდე მეგობართან ერთად ძირითად ენერგიას და დროს მოედანზე ხარჯავს. მისი მთავარი გატაცება რაგბია,  არა მხოლოდ როგორც სპორტის სახეობა, არამედ რაგბი, როგორც ცხოვრების წესი. ჯერ მხოლოდ 14 წლის არის, მაგრამ შრომის და თანადგომის ფასი უკვე კარგად იცის, რაც როგორც ამბობს, კლუბში ისწავლა.

,,რაგბი გვეხმარება, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება იმიტომ, რომ რაგბი მასწავლის თუ როგორ უნდა დავიცვათ სუსტები, როგორ უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მეგობრებს მხარში და დავეხმაროთ სხვებს. აქ მარტო კი არ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ – ცხოვრებას ვსწავლობთ“.

ბედნიერია იმიტომ, რომ სწორედ იქ მოხვდა, სადაც მომავალში საკუთარ თავს ყველაზე კარგად ხედავს. ზუსტად იცის რა უნდა. სწავლობს და შრომობს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ  დასახულ მიზანს მიაღწიოს და  ოცნება აიხდინოს. ოცნებებს და მიზნებს ერთმანეთისგან მიჯნავს თუმცა ორივეს  რაგბის უკავშირებს.

,,სოხუმში“ თამაში ჩემთვის მოტივაციაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ძალიან მინდა, რომ ყველამ იამაყოს ჩვენი გუნდით. ჩემი ოცნებაა, რომ რაგბი ვითამაშო სოხუმში. ჩემი მიზანი კი დიდი რაგბის საფრანგეთში თამაშია. ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ და ამის გარდა ბევრს ვმეცადინეობ. ვიცი, რომ ოცნებას ავიხდენ და მიზანს მივაღწევ“.

რაგბის კლუბი ,,სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ – 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული.გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.

No description available.
No description available.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved