„სააკაშვილს რომ ამერიკელების მხარდაჭერა ჰქონოდა, მას ციხეში ვერ გაამწესებდნენ“ – პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა.
„სააკაშვილს რომ ამერიკელების მხარდაჭერა ჰქონოდა, მას ციხეში ვერ გაამწესებდნენ. არც შიმშილობა დასჭირდებოდა. ვინც ფიქრობს, რომ ამერიკიდან მხარდაჭერილ სააკაშვილს დაპატიმრება გაუბედეს, ცუდად იცნობს მსოფლიოში დამყარებულ ძალთა ბალანსს. ამერიკელები ცდილობენ, სააკაშვილის თემა აისხლიტონ. ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის პრობლემები სწორედ იქიდან მოდის, რომ ამერიკის მხარდაჭერა არა აქვთ“ – ამბობს მირიანაშვილი.
კომენტარები