საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქმედი რეგულაცია, რომელიც რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს, მოიხსნება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ისინი შეძლებენ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა ღიბრაძემ.
კომენტარები