• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალგაზრდებმა რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე – რას იხსენებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი?

ალია ავტორი - ალია
13:50 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

„ერთხელ, ჩემი თავგადასავლები ამერიკელ მეგობრებთან მოვყევი და მივხვდი, ნაწილობრივ ფანტაზიად ჩათვალეს ჩემი ყოველდღიურობა“ – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი 90-იანი წლების საქართველოში გატარებულ დღეებს სოციალურ ქსელში იხსენებს:

ახალგაზრდებმა რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე… ატმორმა დენი ორჯერ დამარტყა შხაპის მიღებისას… ატმორი ალბათ არც იცით რას ნიშნავს. უცხო სიტყვა არაა, ასე ერქვა კუსტარულ გამაცხელებელს. წყალს ნელთბილს ხდიდა რომ ბანაობისას კანკალს არ აეტანე. გვიან ღამე მხრჩოლავ “კერასინკაზე” და ნავთის ლამპაზე მეცადინეობისას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილმა ნამწვმა გონება დამიბინდა. დედას კაკუნმა უხერხულად შემაფხიზლა, წავბორძიკდი და გავარვარებულ”კერასინკაზე” პირდაპირ ლოყით დავენარცხე. ვერც ვხვდები როგორ გადავურჩი უდიდეს ნაწიბურს მარცხენა ლოყის დაახლოებით ორ მესამედზე. მამის საფლავზე წავედით ერთი დღით დასავლეთში. შინ მობრუნებულებს სახლი გაქურდული დაგვხვდა. წასაღები არაფერი გვქონდა გარდა ზამთრის თბილი ქურთუკებისა. ქურთუკებს საზამთროდ მომზადებული მურაბებიც გააყოლეს. მილიცია გამოიძახა დედამ. საკუთარი სახლის გაქურდვის ბრალდების ჩვენთვის აკიდებას ეცადნენ. ბედად, დედას ეყო გამბედაობა კინწისკვრით გაეყარა სახლიდან ორივე. მეზობელმა მილიციელმა გაგვიმხილა მოგვიანებით, საკუთარი თავის გამოხსნაში ფულს გამოგძალვდნენო… შუადღის შუქზე დედა ჩვენივე სადარბაზოსთან დააყაჩაღეს. ოქროსფერი, უბრალო მეტალის ჯვარი ეკეთა ყელზე. ეტყობა ოქროსი ეგონათ. ისე ჩამოგლიჯეს ჯვარი კისრიდან, სისხლმდენი ჭრილობით და შიშისგან გაფართოებული თვალებით დაგვიბრუნდა სამსახურიდან. სამედიცინო უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე დედა ცრემლებით მაცილებდა. უმწეობა ატირებდა, იცოდა ცოდნა არ იყო საკმარისი იქ მოსახვედრად. უფრო სწორად ცოდნა არც იყო საჭირო. ფული კი ჩვენ არ გვქონდა… მისაღებ გამოცდაზე (ბიოლოგიაში), გამომცდელმა გამოიდო თავი, ასეთი აბიტურიენტი ამდენი წელია არ მინახავს და თუ უმაღლეს ქულას არ მიიღებს კომისიას დავტოვებო. პირველ ორ გამოცდაზე თითქმის უმაღლესი ქულებით ეს ქულა იმდენად წამწევდა წინ, ბოლო გამოცდაზე მინიმალური ქულაც კი ჩარიცხვის გარანტია იყო. ჩემი გვარი იქ არავის ეცნობოდა. შესაბამისად აქამდე შემთხვევით დაუძვრათ უმაღლესი ქულები და ეს უნდა ყოფილიყო ბარიერი რომლის გადალახვა ჩემთვის არ შეიძლებოდა. შუახნის მამაკაცი დაადგა თავს ჩემს გამომომცდელს და ყვირილით უთხრა “შენ ხომ არ გაგიჟდი ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო”. ამ ფრაზაზე მე შიშის შეგრძნება დავკარგე, ფეხზე წამოვხტი და დემონსტრაციულად განვაცხადე, რომ არ დავტოვებდი გამოცდას სანამ ყველა საკითხს არ მკითხავდნენ და პასუხების შესაბამის ქულას არ გავიტანდი. ცხადია, “თავხედობისთვის” საშინლად გამლანძღეს, მაგრამ არ დავთმე. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. ბოლის 10-შესაძლებლიდან 9 ქულით გამოვედი ხანგძლივი და დამქანცველი ომიდან. ისეთი აღელვებული გამოვედი გამომცდელის სახელი ვერ დავიმახსოვრე. გვარად მაჭავარიანი იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ იბრძოლა სრულიად უცხო, გაწრიპული, ძალიან პრინციპული აბიტურიენტისთვის. ვერასდროს ვიპოვე, რომ მადლობა მეთქვა. შუახნის კაცი, ვინც თავზე დასჩხაოდა “ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო”, პირველ სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას აღმოვაჩინე რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი იყო. ნავთის და პურის რიგში საათობით დგომა მაშინ ნორმალური ამბავი მეგონა. რამდენჯერ მიოცნებია შორეულ სამოთხეზე სადაც შუქი არასდროს ქრება, წყალი გრაფიკის გარეშე მოდის ონკანში, ქუჩაში შემოღამების არ გეშინია… ერთხელ, ჩემი თავგადასავლები ამერიკელ მეგობრებთან მოვყევი. დაასკვნეს, რომ მე ძალიან კარგად გამომივიდოდა წერა. მივხვდი, ნაწილობრივ ფანტაზიად ჩათვალეს ჩემი ყოველდღიურობა…“ – წერს ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved