თბილისში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ადგილზე მყოფი პირები ცხვარს ჯერ მშენებლობის საძირკველში კლავენ, შემდეგ კი სამშენებლო ტერიტორიდან გააქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და არანაირი შემხებლობა მომხდართან არ აქვს.

კომენტარები