• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არდადეგების პერიოდში, მშობლები ბაღიდან სახლში საკვების წაღებას შეძლებენ

ალია ავტორი - ალია
13:02 03-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, გავატანოთ ბავშვების მშობლებს სახლში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მსურს, თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყვეტილია.

საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება, ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც გარკვეული შეფერხებები აქვს.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთამხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან”

მისი თქმით, დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მშობლებზე მოხდება 14 დღეში ერთხელ.

„პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, როგორც ეს მოხდება უფასო სასადილოებთან მიმართებაში. დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved