ბიზნესმენი ილია კოკაია მწვერვალ „დედაენაზე“ ტრაგიკულად დაიღუპა. ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“.
კომენტარები