• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ

ალია ავტორი - ალია
10:44 11-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის  თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან, მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს.



“მედიკამენტების ფასებზე რაც ხდება, სიღარიბე, გაჭირვება, სოციალური დახმარებები, ონლაინ კაზინოები, ნარკოტიკები, ნარკომანია, მათ შორის ეს მედიკამენტები და ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების არარსებობა, მთლიანობაში ამძაფრებს და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს, კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას ჩვენს მოსახლეობას. მედკამენტების ბაზარს რაც შეეხება, მე ამის თაობაზე მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან
ქვენყებში.მაგალითისთვის, რომ განვმარტოთ მოსახლეობისთვის: არსებობს კომპანიები, რომელსაც აქვს საწარმო, აწარმოებს მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთის მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და
ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს. ჩვენ ვზრდით ხელფასებს თუ პენსიებს, მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად პროპორციულად იზრდება და რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ნაკლები მიაქვთ სახლში, ნაკლები ფული რჩებათ დასახარჯი. ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს გონივრულად და სწორად ჩარევას, მე ჩარევას არ ვგულისხმობ, რომ იქ ხელოვნურად ჩავერიოთ და ტარიფები დავაწესოთ, მაგრამ ისე, როგორც გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს უნდა დარეგულირდეს, არ შეიძლება მედიკამენტების ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება იქნება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა. რაც მედიკამენტების, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს, ეს უნდა დარეგულირდეს უახლოეს ერთ-ორ თვეში. დეკემბერში პარლამენტში უკვე კანონპროექტს შევიტანთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ალბათ დეკემბერ-იანვარში კანონს მივიღებთ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved