• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის პლატფორმის შექმნა” – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
01:33 11-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“ლელო”-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

“საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.

სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელწიფოს მძლავრი გავლენა, რომელსაც ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული. მეხუთე კოლონა, რომელსაც საქართველოში ფესვები შეუზღუდავად აქვს გადგმული და გადასულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.

ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით.

2. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას.

3. “ლუსტრაციის კანონი” – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება – მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ და სხვა საკითხების საფუძვლიანად მოსამზადებლად და განსახორციელებლად.

ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.

საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი.”

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved