• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისრაელი ამან გადაარჩინა” – რა არის ისრაელის მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში?

ალია ავტორი - ალია
16:37 11-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ისრაელი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მთელი მოსახლეობის რევაქცინაცია დაიწყო. 10 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 წლის ასაკიდან იყოს დაშვებული.

Deutsche Welle ისრაელის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე მასალას აქვეყნებს:

დღეისათვის ზოგიერთ ადგილებში ნიღბის ტარებისა და დისტანციის შენარჩუნების შეზღუდვებს თუ არ გავითვალისწინებთ, ისრაელი ცხოვრების ჩვეულ წესს თანდათან უბრუნდება. 

ისრაელში ივლისის დასაწყისში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის შემოდგომის პირველ თვეს ქვეყნის საავადმყოფოები უკვე სავსე იყო მძიმე კოვიდპაციენტებით. მათ შორის ძირითადად იყვნენ როგორც აცრილი, ასევე აუცრელი ახალგაზრდები. 

რა არის ისრაელის მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში?

”მთავარი იარაღი, რომელიც გვაქვს ისრაელში და ბევრ სხვა ქვეყანაში, არის ვაქცინა”, – განაცხადა  DW-სთან ინტერვიუში კორონავირუსთან ბრძოლის ნაციონალური  სამიზნე ჯგუფის ხელმძღვანელმა სალმან ცარკამ.

„დელტა შტამით გამოწვეული მორიგი ტალღის დაწყებისთანავე მივხვდით, რომ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაცულები აღარ იყვნენ. ამიტომაც ჩვენ მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება“, – თქვა მან. 

მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრიდან ექვსი თვის შემდეგ იმუნიტეტი სუსტდება და კორონავირუსით ინფიცირების რისკიც იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ისრაელის ხანდაზმულ მოქალაქეებს, რომლებიც მსოფლიოში აცრილთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ: მათ ვაქცინა  ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გაუკეთდათ.

პანდემიის დაწყებისთანავე  ისრაელმა, შეიძლება ითქვას, რომ სასწრაფო წესით გააფორმა ხელშეკრულება BioNTech/Pfizer-თან ვაქცინის მიწოდების თაობაზე. მარტში ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო. ზაფხულის დასაწყისში, როდესაც  ევროპის ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიები ჯერ კიდევ იწყებოდა, ისრაელმა კოროვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა გააუქმა, მათ შორის დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობა. გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. 

თუმცა ივნისის შუა რიცხვებისთვის, ისრაელში ვაქცინაციის მაღალი დონის მიუხედავად, დელტა შტამმა იმუნური სისტემის გარღვევა დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. უკვე აგვისტოში მთავრობამ BioNTech/Pfizer-ის ბუსტერ დოზის შესაძლებლობაზე დაიწყო საუბარი. ამავდროულად, ხელისუფლებამ 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებაც კამპანია თანდათან წამოიწყო. 

”ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი ვაქცინის მესამე დოზამ გადაარჩინა”, – ამბობს ვაიცმანის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტი გაბრიელ ბარბაში. ”ვფიქრობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, მაგრამ ეს ახალი ნორმალური ცხოვრება იქნება. ჩვენ ნიღბებზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ისინი საჭირო იქნება ნებისმიერ დახურულ სივრცეში“, – დასძენს მეცნიერი.


ისრაელის სტრატეგია „ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც კოვიდია“ დღემდე მუშაობს. ქვეყანაში საგაკვეთილო პროცესი, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა, არც ეკონომიკა გაჩერებულა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ამასთანავე, საავადმყოფოებში კრიტიკულად დაავადებული პაციენტების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო. 

მასობრივი რევაქცინაციის პარალელურად, ისრაელის მთავრობამ დახურულ სივრცეში ნიღბების სავალდებულო ტარების წესი აღადგინა და გამკაცრდა „მწვანე პასპორტების“ სისტემა, რომელიც სრულად აცრილ ან კოვიდგადატანილ პირებზე გაიცემა. 

ოქტომბერში ისრაელის ხელისუფლებამ  მწვანე პასპორტები გააუქმა მათთვის, ვინც ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ორჯერადად აიცრა. ახლა უკვე ეს დოკუმენტი მხოლოდ ბუსტერ დოზის შემდეგ გაიცემა. საჯარო ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა თავშეყრის ადგილებში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ 24-საათიანი „მწვანე პასპორტი“, რომლის მიღებაც ანტიგენის ან ექსპრეს-ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ გაიცემა.


„მწვანე პასპორტის“ გარდა, დღეს ქვეყანაში ყველაზე ემოციურად 5-დან 11 წლამდე ბავშვების  აცრა განიხილება. 10 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიამ ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაცია გაუწია, რითაც ვაქცინაციის ეროვნულ კამპანიას მწვანე შუქი აუნთო. 15 ნოემბრიდან კი ისრაელი ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის სპეციალური დოზირებით ვაქცინის პარტიის ჩამოსვლას ელოდება.

თეგები: ისრაელიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved