• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ფოტოზე სააკაშვილის წარწერაა „ზურა, ძმა, დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის გავიმარჯვებთ!“- ზურაბ ჭიაბერაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:48 11-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ოპოიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ორი თარიღია ჩვენი თანამედროვე რესპუბლიკის ფუნდამენტში: 1989 წლის 9 აპრილი და 2003 წლის 23 ნოემბერი.იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991 წლის 9 აპრილს მივიღეთ, 1989 წლის 9 აპრილს ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენს თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ჩემთვის 1989 წლის 9 აპრილი ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოა.ასევე: იმის მიუხედავად, რომ სრულად გაპარტახებული და მიწასგან გასწორებული ქვეყანა იყო, 2003 წლის 23 ნოემბერს ქვეყანამ სამოქალაქო შეგნების მაგალითი აჩვენა. ჩემთვის 2003 წლის 23 ნოემბერი სამოქალაქო თავისუფლების სიმბოლოა.დღეს ვხედავთ, რომ არც ეროვნული დამოუკიდებლობა და არც სამოქალაქო თავისუფლებები გარანტირებული არ გვაქვს, თუ მას ყოველდღიური საქმითა და შრომით არ განვამტკიცებთ. ამიტომაა პროექტი “ვარდების რევოლუცია” დღესაც აქტუალური.”ვარდების რევოლუციამ” გააჩინა რწმენა, რომ კოლექტიურად, ერთობლივი ძალისხმებით პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია. სახელმწიფო ინსტიტუტები სხვა არაფერია, თუ არა პრობლემების გადაჭრის კოლექტიური მექანიზმები.მაგალითად, “ვარდების რევოლუციამდე” ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ვჩალიჩობთ ჩვენი დენის წყაროს – ვჭიმავთ “ლევ” კაბელს უახლოესი პურის ქარხნიდან ან საავადმყოფოდან, ვყიდულობთ “დვიჟოკს” თუ 2 “კაპიკი” გვრჩება სხვა “ჩალიჩის პონტიდან” და ა.შ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დენის პრობლემა იჭრება კოლექტიური ძალისხმევით ანუ სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციის – კორუფციის აღმოხვრა და საბაზრო მექანიმზების ამოქმედება – ადეკვატური შესრულებით.ივანიშვილი მოვიდა ლოზუნგით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას “ჰომო სოვეტიკუსის” ცხოვრებისეულ იდეოლოგიასთან, მაგრამ რომელიც გაცილებით ძველია და რომელსაც ილია ჭავჭავაძე “გათითოკაცებას” უწოდებდა. ივანიშვილმა თქვა: “ვიხილე ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი”. ეს მექანიზმი სხვა არაფერია, თუ არა “ჩალიჩის” იდეოლოგიის აღდგენა, რომელიც თანდათან ანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის მექანიზმებს. ამიტომაცაა, რომ რაც ყველაზე მეტად ძულს ქოცს, ეს “ვარდების რევოლუციაა”, რადგან “ვარდების რევოლუციის” იდეალები საფუძველში ეწინააღმდეგება “ჩალიჩის”, “გათითოკაცების”, ერთმანეთისადმი უნდობლობის, ჭაობის იდეოლოგიას.ამასთან, კრემლმა კარგად უწყის, რომ მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ბრჭყალის გამოდებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ვერ დააბრკოლებს. რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ მის სამეზობლოში საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება.”ვარდების რევოლუციამ” მოსკოვის ამ არგუმენტს გამოაცალა საფუძველი და გააჩინა რწმენა, რომ საქართველოში შესაძლებელია ლიბერალური დემოკრატიული წყობის არსებობა. 2012 წლიდან ივანიშვილი ყველაზე გაშმაგებით “ვარდების რევოლუციას” და მის იდეოლოგიას ებრძვის, არა მხოლოდ სიტყვით. თუ ბოლო რამდენიმე კვირის დასავლურ პრესას და დასავლელი ლიდერების განცხადებებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ წუხილს, რომ ზუსტად ის მართლდება, რისი დამტკიცებაც კრემლს დიდი ხანია უნდა: დემოკრატია და საქართველო ერთმანეთთან უთავსია.რაც უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, წაშალოს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ისტორიული როლი, არ გამოუვა. მიმოვიხედოთ და დავინახავთ, რომ თუ რამე ფუნქციობს ამ ქვეყანაში, ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩადებული ფუნდამენტის გამო.ყველაზე დიდი პოლიტიკური ამოცანა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში პირადად მქონდა, ეს იყო: არ დაგვეშვა ისტორიის გადაწერა; არ დაგვეშვა “ვარდების რევოლუციის”, მისი იდეების გაქიაქება; არ გაჩენილიყო ნიჰილიზმი და აპათია, რომ დემოკრატია ჩვენთვის არაა. ეს ამოცანა იმის გამო კი არ მქონდა, რომ პირადად ვიყავი “ვარდების რევოლუციის” და მისი ადმინისტრაციის ნაწილი. არა. ამის დაშვება რუსეთის არგუმენტის გამარჯვებას ნიშნავდა. ამის დაშვება ჩემი ქვეყნის დასავლური კურსის დასასრულს, საქართველოს სუვერენიტეტზე მოსკოვის სრული მონოპოლიის დამკვიდრებას ნიშნავდა.ვისთვისაც “ვარდების რევოლუციის” იდეოლოგია ძვირფასია, ამ ბრძოლაში დანებების უფლება არ გვაქვს. “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავს გილოცავთ!დიდება თავისუფლებას!P.S. ამ ფოტოზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის იანვარში სტრასბურგში გაკეთებული წარწერაა „ზურა, ძმა, დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის გავიმარჯვებთ!“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved