დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
“სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა უდარდელი გვეჩვენოს გრიპის ვირუსი, თუმცა, ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.
22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები