საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ანიკა სოდერს შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში ეთოს დელეგაციის და საქართველოს პროკრატურის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
კომენტარები