• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგა ბოკერია: ვადამდელი არჩევნებიც რომც დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება იგივე შედეგი დადგეს

ალია ავტორი - ალია
10:57 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ვადამდელი არჩევნებიც რომც დაინიშნოს, რაც არის და რჩება ჩვენს ამოცანად, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება იგივე შედეგი დადგეს და მერე ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები“ – ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობა უნდა იქცეს ოპოზიციის რუტინად და მოქალაქეებს უნდა შეუქმნან სწორი წარმოდგენა, რომ ეს არის სამწუხაროდ ხანგრძლივი ბრძოლა.

„ახლა პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ ყველა მოქალაქეს, ვინც ამ პროცესში ჩართულია და სხვებს, სწორი წარმოდგენა უნდა შევუქმნათ, რომ ეს არ არის დღეების და კვირების საკითხი, ეს არის სამწუხაროდ ხანგრძლივი ბრძოლა, როგორც არ უნდა გაბრაზდნენ.

მეორე – ეს საპროტესტო მოძრაობა ამ სიტყვის კარგი გაგებით, უნდა იქცეს ოპოზიციისთვის რუტინად. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის პროტესტი იქნება სხვადასხვა ინტენსივობით პერმანენტულად, სხვადასხვა ჩართულობით და რა თქმა უნდა, ბევრ სხვა გარემოებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რა მომენტში იქნება იმ სიმწვავის, რომ მოუწევს დათმობაზე წასვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ამისას მყისიერად.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას, აქტიურ ხალხს, თუ არის პოლიტიკური კრიზისი და თუ გვინდა ყურადღება, კრიზისის გაფორმება, როგორც არ უნდა განაწყენდნენ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ უნდა მოხდეს ამ არალეგიტიმური პარლამენტის დე ფაქტო ერთპარტიულად დატოვება, ეს იქნება ფაქტორი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved