• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვარდების რევოლუციიდან 18 წლის თავზე, ერთი რამ ცხადია…” – თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
00:05 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე “ფორმულას” ეთერში, ამბობს:

“გადაიყვანეს…მრავალპროფილურ კლინიკაში. ქვეყანა გადარჩა კიდევ ერთ შავ ლაქას მის ისტორიაში. თუმცა მანამდე: თავი ალბათ რომის იმპერატორად წარმოიდგინა, რომელიც ცერის ერთი დაშვებით მიანიშნებს გლადიატორი უნდა გადარჩეს თუ მოკვდეს და მშვიდად ელოდა მომენტს, როდესაც სააკაშვილი რომელიმე ორთაბრძოლას წააგებდა, რის შემდეგაც სწორედ მისი დაშვებული ცერის მსხვერპლი გახდებოდა. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: არ ჩამოვაო – ჩამოვიდა; არ ჩაჯდებაო – ჩაჯდა; ვერ იშიმშილებსო – ბოლომდე იშიმშილა; მშიშარააო – და უბრალოდ შიში კი არა, სიკვდილის შიში დაამარცხა. მოკლედ, ყველა ორთაბრძოლა მოიგო.

მეტიც, სიმამაცის, თავგანწირვის და ორგანიზებულობის მაგალითები აჩვენეს ოპოზიციიის ლიდერებმაც და კანტიკუნტად შემორჩენილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმაც – ხელისუფლების უკიდურესი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღეს. ელენე ხოშტარია, ნინო ლომჯარია და ლონდა თოლორაია მხოლოდ ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელთა პრინციპულობამაც, ინტენსიურ და რაც მთვარია მშვიდობიან საზოგადოებრივ პროტესტთან, და დასავლელი პარტნიორების რეაქციასთან ერთად, რამაც სხვათა შორის სერიოზულად დააგვიანა, ივანიშვილს უკან დახევა და პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა აიძულა. მილიარდერმა აშკარად იგრძნო, რომ მიუხედავად თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩა ინსტიტუტები და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მას არ ემორჩილებიან, და ისიც კარგად დაინახა, რომ კეისრობამდე ბევრი უკლია. ხოლო სააკაშვილის პოლიტიკური თუ ფიზიკური სიკვდილისთვის გამიზნული ძირს დაშვებული ცერი, ხვალ მისი პოლიტიკური სიკვდილის მომასწავებელი შეიძლება გახდეს.

ექიმების პროფესიულმა საზოგადოებამ ძალიან ღირსეული და პრინციპული სიტყვა თქვა. შესაძლოა სხვა პროფესიების წარმომადგენლებს არ აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, თუმცა ყველა პროფესიას აქვს კომპეტენციის და სინდისიერების ღერძი და ველით, რომ ექიმების ქმედებას ხვალ პოლიციელებმა, მასწავლებლებმა თუ ჟურნალისტებმა მიბაძონ. მით უმეტეს, რომ უფლებების აშკარა დარღვევის და არაადამიანური მოპყრობის გამო სააკაშვილისადმი სიმპათია თუ არა – ემპათია გაუჩნდა ნებისმიერს, ვისაც ადამიანობა მხოლოდ ნიღბად არ აქვს მორგებული. ივანიშვილისთვის უკვე აშკარაა, რომ დღეს ის უმცირესობაშია: ქუჩაშიც და ფეისბუკზეც, რეიტინგებშიც და საარჩევნო ყუთებშიც, ქვეყნის შიგნით და გარეთაც და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ალბათ წუთშესვენების აღება. რეჟიმმა უკან კი დაიხია, თუმცა, ჯერ არაფერი დამთავრებულა. თუ გავითვალისწინებთ რამხელა ენერგია და თავგანწირვა დაჭირდა მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმებოდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის ბრძოლა იქნება საჭირო მიტაცებული ძალაუფლების გამოსართმევად. ყველას გვახსოვს მსგავსი უკანდახევები 20 ივნისის თუ პოსტსაარჩევნო კრიზისის შემდეგ, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, ის კვლავ გააგრძელებს სააკაშვილისა და ოპოზიციის განადგურების ოპერაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შეტევა კრიტიკულ მედიაზე და არასამთავრობო სექტორსა და იმ თითოოროლა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ბიძინას კონტროლს მიღმაა დარჩენილი. მეორეს მხრივ, ოპოზიციამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა, და შესაძლოა ის მითიც დაამსხვრია, რომ ხელისუფლება უკან არასდროს და არაფრის გამო დაიხევს. თუმცა, ეს მხოლოდ ტაქტიკური წინსვლაა, რამაც მას თავბრუ არ უნდა დაახვიოს, სისუსტეები კარგად გააანალიზოს და პაუზა, რომელიც ხელისუფლებამ სათავისოდ აიღო, ახალი ძალითა და ენერგიით შეტევისთვის გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა ოპოზიციამ ფოკუსი არ დაკარგოს; პროტესტის ინტენსივობა და არეალი გააფართოვოს; დასავლურ სამყაროსთან უფრო აქტიურად და ეფექტურად იმუშაოს და რაც მთავარია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ კოალიციური ერთობა მზად არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა გადაიბაროს.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მნიშვნელოვანი, თუმცა არა საბოლოო ამოცანაა. თავის მხრივ მიშამ, რომელმაც შიმშილობისას მის შესახებ ბევრი უარყოფითი მითი უკვე დაამსხვრია, ბოლო განაცხადებით დაადასტურა, რომ მზად არის წარდგეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე და მეტიც დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებას. მან ასევე თქვა, რომ გათავისუფლების შემდეგ თანახმაა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობაში და იყოს თანასწორი თანასწორთა შორის. ეს გზავნილები ნათელი სიგნალია იმისა, რომ მიუხედავად მის მიმართ უსამართლო და ღირსებისშემლახველი მოპყრობისა, სააკაშვილი შურისძიებას არ ელტვის და რაც მთავარია, ძალაუფლების დანაწილებისთვის და კოალიციის თანაბარუფლებიანი წევრობისთვის მზადაა იმ ოპოზიციასთან, რომელმაც მისი სიცოცხლე საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ერთობლივი და პრინციპული ბრძოლით ხელისუფლებას უკან დაახევინა.

ვარდების რევოლუციიდან 18, ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის თავზე, როგორც ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთი რამ ცხადია: საქართველოს სჭირდება მრავალპროფილური პოლიტიკა, ხელისუფლება, რომელიც არა ერთძრავიანი, არამედ მრავალძრავიანი და სიმძიმის მრავალცენტრიანი ხომალდის პრინციპით იმუშავებს, ძალაუფლების ერთ ხელში მოხვედრას გამორიცხავს და ქვეყანას სტაბილურობას და წინსვლას მოუტანს. მართალია ამბობენ: “წყნარ ზღვას არასოდეს გამოუწრთნია კარგი მეზღვაურიო”, მაგრამ ამდენ ღელვას, რყევას და სტრესს ვერც ჩვენი დასუსტებული სახელმწიფო და ვერც ჩვენი საზოგადოების ნერვები გაუძლებს.”

წყარო – ფორმულა

თეგები: გიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved