სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“წავიდა ჩვენგან აჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, საეკლესიო კითხვის ძველი წესის საუკეთესო მცოდნე, ძველი თაობის გამორჩეული მოძღვარი, დეკანოზი რევაზ ტომარაძე. ღმერთმა განუსვენოს მის უკვდავ სულს მართალთა სავანეში, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და მრევლს მომადლოს ლოცვის ძალა და მშვიდობა.ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,” – აღნიშნულია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
კომენტარები