Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 638-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 095 168 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 812 246 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 749 699, გარდაიცვალა 11 498 პაციენტი.
კომენტარები